უკრაინელებმა რუსეთის ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალების საწყობი ააფეთქეს - რუსული მედია

უკრაინელებმა რუსეთის ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალების საწყობი ააფეთქეს - რუსული მედია

უკრაინულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქის ოქტიაბრსკის დასახლება დაბომბეს, რის შედეგადაც საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

უწყების ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის განკარგულება გასცა.