ავტორი:

მესხეთის თეატრმა თეა წულუკიანს სამადლობელი ვიდეო მიუძღვნა -  რისთვის დაიმსახურა მინისტრმა ქება-დიდება?

მესხეთის თეატრმა თეა წულუკიანს სამადლობელი ვიდეო მიუძღვნა -  რისთვის დაიმსახურა მინისტრმა ქება-დიდება?

მესხეთის დრამატული თეატრის დასმა, მიკროავტობუსის ჩუქებისთვის კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს სამადლობელი ვიდეორგოლი მიუძღვნა. "დღევანდელ დღეს და კულტურის მინისტრს გაუმარჯოს", - აცხადებენ დასის წარმომადგენლები ვიდეოში, სასიხარულო ამბავს კი აღნიშნავენ შამპანურით და ტორტით, რომელზეც წაწერილია "მადლობა თეა წულუკიანს".

როგორც ირკვევა, კულტურის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით მიკროავტობუსი 10 თეატრს გადაეცა.

მესხეთის თეატრის მიერ ჩაწერილ სამადლობელ ვიდეოს მედიაპლატფორმა "სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

მსახიობები მიკროავტობუსთან დგანან და ასრულებულ ოცნებაზე გახარებულები ყვებიან.

"მადლობა კულტურის სამინისტროს და პირადად მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, ძვირფასი საჩუქრისათვის! გილოცავთ მესხიშვილელებო!..“ - ვიდეო თეატრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა...

"თბილისსა და რეგიონებში არსებულ თეატრებს კულტურის სამინისტრომ ახალი მიკროავტობუსები გადასცა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თეატრებში ტრანსპორტის პრობლემაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წლიდან დაიწყო. შედეგად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ 10 თეატრს ახალი მიკროავტობუსები გადაეცა. თითოეული ავტობუსი თეატრთა ცალკეული სიმბოლოებით გაფორმდა. საზეიმო ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თეა წულუკიანმა თავად გადასცა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს საჩუქარი და მათ წარმატებული გასტროლები და შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა...“ - ვკითხულობთ კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.