საქართველოს ექსპრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და ის დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის გოგონას მშობლებს უსამძიმრებს:
"ჩემი შვილი ედუარდი ცეკვაზე 55-ე სკოლაში დადიოდა, ჩემი ალისა ძალიან ხშირად თამაშობს ვაკის პარკში.
შეძრწუნებული ვარ იმით, რაც მოხდა და რაც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დამართნოდა.
ჩემი გულწრფელი, მამობრივი სამძიმარი მშობლებს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.