ავტორი:

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება

რუსეთში მიმდინარე ნაწილობრივი მობილიზაციისთვის ყველა სახის ღონისძიება ორ კვირაში დასრულდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, დაგეგმილი 300 ათასიდან 222 ათასი ადამიანი უკვე გაგზავნილია ქვედანაყოფში და თავდაცვის სამინისტროდან მობილიზებულთა რაოდენობის გაზრდის შესახებ წინადადება არ წამოსულა.

"როდესაც დაიწყო ამ სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება, მხოლოდ მაშინ გაირკვა, რა ხარისხის იყო ის. ეს საინფორმაციო ბაზა ახლა ახლდება, თანამედროვე საფუძველზე და იქნება მაქსიმალურად სანდო. მიმაჩნია, რომ ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკვე დასრულებულია“, - განაცხადა პუტინმა.

მისი განმარტებით, კონტაქტის ხაზის სიგრძე ათას კილომეტრს აჭარბებს და მისი დაცვა მხოლოდ საკონტრაქტო ჯარისკაცებით შეუძლებელია, ამიტომ საჭირო გახდა ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება.