ავტორი:

"თავი დაანებეთ კახის, ისედაც ცუდად არის... ვიღაცა უპასუხისმგებლომ რაღაც ვერ გააკეთა და მოხდა ტრაგედია" - რას წერს კაბუ?

"თავი დაანებეთ კახის, ისედაც ცუდად არის... ვიღაცა უპასუხისმგებლომ რაღაც ვერ გააკეთა და მოხდა ტრაგედია" - რას წერს კაბუ?

ქართველი რეპერი, კახა აბუაშვილს, იგივე კაბუ ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას და თბილისის მერის გადადგომის მოთხოვნით აგორებულ კამპანიას ეხმაურება:

"არ ვიცი რა სიტყვა შეიძლება მოიძებნოს იმისთვის, რომ ანუგეშო პატარა ანგელოზის მშობლები, მე ვიცი რასაც ნიშნავს შვილის დაკარგვა, ვიცი როგორი ტკივილი და როგორი სიმწარეა ეს! ვუსამძიმრებ პატარა მარიტას მშობლებს და ვიზიარებ მათ ტკივილს აბსოლუტურად ბოლომდე! ახლა რაც შეეხება კახი კალაძეს და ადამიანებს, ვინც ამ ტრაგედიით, ამ საშინელი ინციდენტით ხმების და ქულების მოხვეჭას ცდილობს, ვინც რევანშის და შირისძიების მიზნით ბინძურად და უტაქტოდ, არაადამიანური სისასტიკით ტალახს სცხებთ და თითს იშვერთ და ლანძღავთ, აბრალებთ საშინელებას, ვერც ხვდებით რამხელა საშინელებას, არ ფიქრობთ, რომ ამაზე უარესი შეიძლება თქვენ დაგემართოთ?

არ გიფიქრიათ იმაზე, თუ რას ნიშნავს ყველაფერზე წასვლა რაღაც ბოზობა ამბიციების გამო? იქნებ არ ღირს, ჰაა? უხ, თქვე არასწორებო! ისე რომ იცოდეთ, ცოტ-ცოტა პასუხისმგებლობა ყველაზეა ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეზე! თავი დაანებეთ ამ კაცს, ისედაც ცუდად არის, თქვენ რომ არ დაუმატოთ. ვიღაცა უპასუხისმგებლომ რაღაც ვერ გააკეთა და მოხდა ტრაგედია. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ და ვიზიარებ ამ პატარა საოცარი გოგონას დაკარგვას მის ოჯახს… " - წერს აბუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.