ვაკეში მდებარე სამების ეკლესიაში ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
13 წლის მარიტა მეფარიშვილს დღეს, 15:00 საათზე დაკრძალავენ.
გუშინ გოგონას მშობლებს პირადად მიუსამძიმრა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი, ინტერპრესნიუსი




