ირანში, ევინის ციხეში აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმის. აღნიშნულ ინფორმაციას "ბიბისი“ ავრცელებს.
ირანის ადამიანის უფლებათა ცენტრი იტყობინება, რომ ევინის ციხეში შეიარაღებული დაპირისპირებაა. თვითმხილველების განცხადებით, ციხეში, სადაც პოლიტპატიმრები და ანტისამთავრობო აქტივისტები იხდიან სასჯელს.

შეინიშნება ძლიერი კვამლი.
ციხის ადმინისტრაციის ცნობით, დაპირისპირება კრიმინალურ ელემენტებს შორის მოხდა.