ავტორი:

ხერსონში რუსმა სამხედროებმა უკრაინელი დირიჟორი იური კერპატენკო მოკლეს

ხერსონში რუსმა სამხედროებმა უკრაინელი დირიჟორი იური კერპატენკო მოკლეს

რუსმა სამხედროებმა უკრაინელი დირიჟორი იური კერპატენკო ოკუპირებულ ხერსონში, კონცერტში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო საკუთარ სახლში მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "გარდიანი“ უკრაინის კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც უკრაინის კულტურის უწყება აცხადებს, დირიჟორმა "კატეგორიული უარი თქვა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე" და კონცერტში მონაწილეობაზე, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ "ხერსონში ე.წ. მშვიდობიანი ცხოვრების გაუმჯობესების დემონსტრირებისკენ იყო მიმართული“.