ავტორი:

კვარაცხელია კვლავ საუკეთესოა - აღფრთოვანებული იტალიელი ფანები და  "კვარა", რომელიც კიდევ ერთხელ დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად (ვიდეო)

კვარაცხელია კვლავ საუკეთესოა - აღფრთოვანებული იტალიელი ფანები და  "კვარა", რომელიც კიდევ ერთხელ დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად (ვიდეო)

სერია A-ს მე-10 ტურში "ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე "ბოლონია“ 3:2 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" რიგებში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა.

დაძაბული მატჩის მოგებაში მან გადამწყვეტი როლი ითამაშა. "ნაპოლის" ფეხბურთელებიდან გოლები ჟეზუსმა, ლოზანომ და ოსიმენმა გაიტანეს. ლოზანოს გოლში უდიდესი წვლილი კვარაცხელიამ შეიტანა, რადგანაც ის სწორედ ხვიჩას აქტიურობას მოჰყვა.

ხოლო "ნაპოლის" მესამე გოლი "კვარას" საგოლე გადაცემის შედეგად გავიდა. მისი საგოლე პასი ვიქტორ ოსიმენმა გამოიყენა და თავის გუნდს უპირატესობა მოუტანა.

ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სპორტული საიტი Sofascore-ის მიხედვით "კვარას" 8.3 შეფასება აქვს. ხვიჩასთვის ეს ზედიზედ უკვე მეორე მატჩია, რაც საუკეთესო ფეხბურთელად სახელდება. მანამდე საუკეთესო "ჩემპიონთა ლიგაზე" "აიაქსთან" დაპირისპირებისას გახდა.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 11-მეტრიანი მოიპოვა.