ავტორი:

ულამაზესი კაია და მსგავსება დედასთან - 1990-იანი წლების ლეგენდარულ სუპერმოდელ სინდი კროუფორდთან

ულამაზესი კაია და მსგავსება დედასთან - 1990-იანი წლების ლეგენდარულ სუპერმოდელ სინდი კროუფორდთან

21 წლის ტოპ მოდელი კაია გერბერი უკვე რამდენიმე წელია მსოფლიო პოდიუმების დამოუკიდებელ ვარსკვლავად იქცა, თუმცა ამბობენ, - რთულია იმის დავიწყება, რომ ის 1990-იანი წლების ლეგენდარული სუპერმოდელის სინდი კროუფორდის ქალიშვილიაო, მით უფრო, რომ კაია, დროსთან ერთად, სულ უფრო მეტად ემსგავსება ცნობილ დედას.

კაია ახლახან გამოჩნდა კინოაკადემიის Museum Gala 22-ზე. პრესტიჟული საღამოს სტუმრების სიაში ყოფნა, სადაც ჰოლივუდის A დონის ვარსკვლავები იყრიან თავს, ახალგაზრდა მოდელისთვის დიდი პატივია. კაია, გალაზე მართლაც, ბრწყინავდა და საღამოს ნამდვილ ბრილიანტად იქცა.