ავტორი:

ევროპაში ნატო-ს ანტიბირთვული წვრთნა დაიწყო

ევროპაში ნატო-ს ანტიბირთვული წვრთნა დაიწყო

17 ოქტომბრის დილიდან დაიწყო ბირთვულ საფრთხესთან გამკლავებაში ნატო-ს ყოველწლიური სწავლება, სახელწოდებით: Steadfast Noon, რომელშიც ალიანსის 14 ქვეყნის დაახლოებით 60 ერთეული სამხედრო თვითმფრინავი იღებს მონაწილეობას. მათ შორის: მეოთხე თაობის გამანადგურებლები და მზვერავი თვითმფრინავები. მიუხედავად რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარისა, რითაც ალიანსი შეშფოთებულია, ნატო-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული სწავლება ყოველწლიურია და არ უკავშირდება რუსეთის უკრაინაში შეჭრას და წარმოშობილ საფრთხეებს.

"ორშაბათიდან (17 ოქტომბერი) ჩრდილო-დასავლეთ ევროპის თავზე ნატოს საჰაერო ძალები ჩაატარებენ ბირთვული შეკავების შესაძლებლობების წვრთნებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ათეულობით თვითმფრინავი. სწავლება, რომელიც 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება, არის რუტინული, განმეორებადი სასწავლო აქტივობა და არ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან”, - ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში.

სასწავლო ფრენები განხორციელდება ბელგიის ტერიტორიაზე, რომელიც მასპინძლობს წვრთნებს, ასევე ჩრდილოეთ ზღვასა და დიდ ბრიტანეთში. წვრთნების დროს საბრძოლო სროლის ვარჯიშები არ ჩატარდება.