ავტორი:

ჯასტინ ბიბერის ყოფილი შეყვარებული და ცოლი ერთად - სელენა გომესისა და ჰეილი ბიბერის მტრობა დასრულდა (ფოტოები)

ჯასტინ ბიბერის ყოფილი შეყვარებული და ცოლი ერთად - სელენა გომესისა და ჰეილი ბიბერის მტრობა დასრულდა (ფოტოები)

ჰეილი ბიბერის და სელენა გომესის კონფლიქტზე ჭორები საბოლოოდ გაქარწყლდა. ლოს-ანჯელესში გამართულ ღონისძიებაზე, კანადელი მომღერლის, ჯასტინ ბიბერის ყოფილი შეყვარებული, სელენა გომესი და მისი ამჟამინდელი მეუღლე, ჰეილი ბიბერი ერთმანეთს ბედნიერი სახეებით ეხუტებოდნენ.

ჰეილიმ, სულ ახლახანს, "Call her daddy" პოდკასტში სტუმრობისას ისაუბრა მისი, ჯასტინის და სელენას ურთიერთობის შესახებ, სადაც განაცხადა, რომ მასა და სელენას შორის არანაირ გაუგებრობას არ ჰქონდა ადგილი.

მან ჯასტინის ფანების ბრალდებებიც უარყო და თქვა, რომ სელენასთვის შეყვარებული არ წაურთმევია. 2018 წელს, სელენა გომესთან ურთიერთობის გაწყვეტიდან მალევე, ჯასტინ ბიბერი ჰეილიზე დაინიშნა. იმის გამო, რომ ჯასტინის ამ ორ ურთიერთობას შორის დროის მცირე შუალედი იყო, სელენა გომესის ფანები ჯასტინს ღალატში სდებდნენ ბრალს და ისინი როგორც ჯასტინს, ასევე ჰეილის უტევდნენ.

მას შემდეგ, ჰეილი ბიბერისკენ მიმართული ნეგატიური და მუქარის შემცველი მესიჯები არ შეჩერებულა.

პოდკასტში საუბრისას, ჰეილიმ განაცხადა, რომ ჯასტინთან ურთიერთობას არავითარ შემთხვევაში არ გააბამდა, თუ მას შეყვარებული ეყოლებოდა. "ჩემს ბუნებაში არაა სხვის ურთიერთობაში ჩარევა. ამას არასდროს გავაკეთებდი. ჩემს მშობლებს ასე არ გავუზრდივარ,“- ამბობდა 25 წლის მოდელი ინტერვიუში.

ჰეილიმ ისიც თქვა, რომ კანადელ მომღერალთან ქორწილის შემდეგ, სელენასთან ამ თემაზე ისაუბრა და რომ მათ შორის არანაირ გაუგებრობას, ან დაძაბულობას არ აქვს ადგილი.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა