ავტორი:

ქარიმ ბენზემას ახდენილი ოცნება - "ოქროს ბურთი" ფრანგ ფეხბურთელს გადაეცა

ქარიმ ბენზემას ახდენილი ოცნება - "ოქროს ბურთი" ფრანგ ფეხბურთელს გადაეცა

ფეხბურთის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, "ოქროს ბურთი" საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის თავდამსხმელს, ქარიმ ბენზემას გადაეცა.

ჯილდო მას ლეგენდარულმა ზინედინ ზიდანმა გადასცა. 34 წლის ბენზემამ "სამეფო გუნდის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა და "ლა ლიგა" მოიგო, ხოლო უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

მეორე ადგილზე სადიო მანე (ლივერპული/ბაიერნი) გავიდა - ეს 1995 წლის შემდეგ აფრიკელ ფეხბურთელთა შორის საუკეთესო შედეგია. მესამე პოზიცია კევინ დე ბრუინმა (მამჩესტერ სიტი) დაიკავა.

საუკეთესო მეკარედ ტიბო კურტუა (რეალი) აღიარეს. მან გასულ სეზონში ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 36 მატჩში 29 გოლი გაუშვა.

რობერტ ლევანდოვსკიმ (ბაიერნი/ბარსელონა) ზედიზედ მეორედ მიიღო საუკეთესო ფორვარდის პრიზი.. წაიკითხეთ ვრცლად