ავტორი:

კანადა, უკრაინის ტერიტორიის ანექსიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების გამო, თინა კანდელაკს სანქციებს უწესებს

კანადა, უკრაინის ტერიტორიის ანექსიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების გამო, თინა კანდელაკს სანქციებს უწესებს

კანადა რუსეთის კიდევ 34 მოქალაქესა და ერთ ტელეკომპანიას რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების გამო, სანქციებს უწესებს.

ახალი სანქციების შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, ახალი სანქციები შეეხება ტელეკომპანია "ზვეზდას“, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს, ასევე რუსული მედიის ცნობილ წარმომადგენელს, თინა კანდელაკს, მსახიობ სერგეი ბეზრუკოვს, გამოცემა "მოსკოვსკი კომსომოლეცის“ მთავარ რედაქტორსა, მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარეს, პაველ გუსევს და სხვა პირებს.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, სანქციების სიას დღეს დამატებული პირები ცდილობენ,

უკრაინის ტერიტორიის ნაწილის რუსეთის მიერ ანექსიის მცდელობა გაამართლონ და ამიტომ მათ კანადასთან ურთიერთობას აუკრძალავენ.