ავტორი:

ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე ქვათა ცვენა დაიწყო - დაგორდა ლოდები

ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე ქვათა ცვენა დაიწყო - დაგორდა ლოდები

ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე ქვათა ცვენა დაიწყო. სსიპ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია.

"სსიპ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები).

თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით.

მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.