ავტორი:

"შეხედავ, კაფანდარა ბავშვს მოჰყავს უშველებელი, ვეშაპივით ძაღლი, ალიკაპის გარეშე და იმის გამკავებელი ის ბავშვი არაა..." - ალეკო ელისაშვილი

"შეხედავ, კაფანდარა ბავშვს მოჰყავს უშველებელი, ვეშაპივით ძაღლი, ალიკაპის გარეშე და იმის გამკავებელი ის ბავშვი არაა..." - ალეკო ელისაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების“ თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ძაღლების მიერ ადამიანების დაგლეჯის გახშირებულ ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სისტემური პრობლემაა, რომელსაც გარკვეული რეგულაცია სჭირდება.

"პიტბულმა რუსთავში ორი ადამიანი დაგლიჯა, ხელვაჩაურში იმავე დღეს ძაღლმა ბავშვი დაგლიჯა, ოთხი ადამიანი დაგლიჯა მანამდე კიდევ პიტბულმა ვარკეთილში, ასეთი ფაქტი მოხდა ოქროსუბანშიც. არ მინდა ვინმეს წაქეზება, მე თვითონ ძაღლი მყავს და ცხოველებზე ჭკუა მეკეტება, მაგრამ აქაც არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. ეს არის სისტემური პრობლემა, ეს არის ნებაზე მიშვებული პრობლემა. რაღაც კონტროლი, რეგულაცია არის საჭირო“, - განაცხადა ელისაშვილმა.

  • როგორც პარტია "მოქალაქეების“ თავმჯდომარემ განაცხადა, არ შეიძლება, რომ აგრესიული ძაღლები, რომლებიც მისი თქმით, სპეციალურად, ხელოვნურად გამოყვანილი მებრძოლი ჯიშებია, ასე ჩვეულებრივად, ალიკაპის გარეშე დაჰყავდეთ ქუჩაში.

"შეხედავ, მოდის ვიღაც კაფანდარა ბავშვი და მოჰყავს უშველებელი, ვეშაპივით ძაღლი. არ იკბინება, არ იკბინებაო გეუბნება - რას ჰქვია არ იკბინება?! ალიკაპი არ უკეთია და იმის გამკავებელი ის ბავშვი არაა ან მოხუცი ქალი, ვინც მოასეირნებს ამ ძაღლს. რაღაცა არის გასაკეთებელი და ისევ ჩვენი გასაკეთებელია. ეს რაღაც ფობიებში არ უნდა გადაგვეზარდოს და ძაღლებთან ბრძოლაში, მაგრამ რაღაცა შუალედი არის ჩემი აზრით დასაკავებელი“, - დასძინა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება კი 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდოს.