ავტორი:

შვილებთან ურთიერთობის 10 წესი ანჯელინა ჯოლისგან - როგორ ზრდის, რის ნებას აძლევს და რას უკრძალავს ჰოლივუდის ვარსკვლავი შვილებს

შვილებთან ურთიერთობის 10 წესი ანჯელინა ჯოლისგან - როგორ ზრდის, რის ნებას აძლევს და რას უკრძალავს ჰოლივუდის ვარსკვლავი შვილებს

ანჯელინა ჯოლი გარდა სამსახიობო ნიჭისა და საქველმოქმედო საქმიანობისა, სამაგალითო დედის სტატუსითაც არის ცნობილი. თვითონ ამბობს, რომ უნაკლო დედა არაა. უბრალოდ ცდილობს შვილებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები მიიღო.

ვნახოთ ანჯელინა ჯოლის 10 წესი, რომელსაც ის შვილბის აღზრდისა და მათთან ურთიერთობის დროს იყენებს:

  • განათლების მიღების არა ტრადიციული, არამედ ალტერნატიული მეთოდები

ანჯელინა თვლის, რომ დღეს განსხვავებული დროა და სკოლა და განათლების არსებული სისტემა ვერ ეწევა ახალი სამყაროს მოთხოვნებს. ანჯელინა და მისი შვილები "მომთაბარე ცხოვრებას" ეწევიან: ისინი ხშირად მოგზაურობენ, რის გამოც, 6 შვილის დედამ სკოლაში ტარების ნაცვლად, გადაწყვიტა, სახლში მიაღებინოს მათ განათლება. "საკლასო ოთახში ცუღლუტობის ნაცვლად, მირჩევნია, მუზეუმში გავუშვა, გიტარაზე დაკვრა ვასწავლო, ან ის წიგნი წავაკითხო, რომელიც მათ აინტერესებთ“,- ამბობს ანჯელინა.

ვარსკვლავის თქმით, მისი შვილები ბევრი სხვადასხვა ნიჭით არიან დაჯილდოებულნი, ასევე სხვადასხვა გარემოსთან მარტივად ადაპტირდებიან. შეუძლიათ ნიუ იორკის სასტუმროში ისევე კომფორტულად იგრძნონ თავი, როგორც შუა კენიაში. კარავში, ტელევიზორისა და კომფორტის გარეშეც და ბედნნიერად იგრძნონ თავი.

  • ბავშვმა უნდა ჭამოს ის, რაც სურს

ანჯელინაც და ბრედ პიტიც თვლიან, რომ ბავშვებმა ის უნდა ჭამონ, რაც სურთ. ისინი არ უკრძალავენ ბავშვებს "ჩიფსების", "ბურგერების" ჭამას. თუ ბავშვს საუზმობისას ნაყინის მირთმევა სურს, არც ეს არის პრობლემა.

  • ანჯელინა არ უბიძგებს შვილებს, რომ მის კვალს მიჰყვენენ

ანჯელინამ Svilebs ურჩია, რომ თუ მსახიობობას გადაწყვეტდნენ, მანამდე სხვა პროფესია ეცადათ. ჯოლი თვლის, რომ მშობელი უბრალოდ უნდა დაეხმაროს შვილს მიაღწიოს წარმატებას, თუმცა არ უბიძგებს რომელიმე კონკრეტული პროფესიის არჩევისკენ. ანჯელინას აზრით, საუკეთესო გადაწყვეტილებას ადამიანი მაშინ მიიღებს, როცა თავს სხვადასხვა პროფესიაში გამოცდის, ამის შემდეგ კი მიხვდება, რისი კეთება სურს ნამდვილად.

ახლა, ანჯელინას შვილების უმეტესობამ კოლეჯის ასაკს მიაღწია. მისი უფროსი ვაჟი, მედოქსი სეულის უნივერსიტეტში სწავლობს ბიოქიმიას. რა პროფესიას აირჩევენ სხვა შვილები ჯერჯერობით მსახიობი ამ თემაზე არ საუბრობს.

  • თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია

ანჯელინას პრიორიტეტი ისაა, რომ შვილებს თავიანთი თავის გამოხტვის საშუალება თავისუფლად შეეძლოთ. მისი თქმით, იმაზე მეტად არაფერი აბედნიერებს, როცა ბავშვებს ისეთებს ხედავს, როგორებიც არიან, თავიანთი ინდივიდუალური სტილითა და ხასიათით.

მსახიობი ამბობს, რომ მშობელმა შვილს უნდა მისცე თავისუფლება, შეცდომების დაშვების შესაძლებლობა, თუმცა უნდა ასწავლოს ტკივილთან გამკლავება.

"მშობლებს, არ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი შვილები ტკივილისგან, ან დანაკარგისგან, მაგრამ შეგვიძლია ამ ყველაფერთან გამკლავება ვასწავლოთ", - ამბობს ანჯელინა.

  • კარგი დედობა არის ის, რომ მისცე შვილს არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება

ჯოლისთვის კარგი დედობა ბავშვებისთვის თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლების მინიჭებას ნიშნავს. მსახიობი ამბობს, რომ მის ექვსივე შვილს აქვს ბავშვური სიცელქე, რაც მისთვის მშვენიერი და საინტერესოა. ჯოლის სულაც არ სურს, ისინი უნაკლოდ იქცეოდნენ და მხოლოდ ის ილაპარაკონ, რაც მისაღებია, "მათ თავიანთი თავი თითონვე უნდა იპოვონ", - ამბობს მსახიობი.

  • თუმცა, შეზღუდვები ჯოლისაც აქვს

ანჯელინა გამოტყდა, რომ ისიც, სხვა მშობლების მსგავსად აკონტროლებს, თუ რას უყურებენ მისი შვილები ინტერნეტში, ამიტომ ცდილობს, ინტერნეტზე წვდომა შეუზღუდოს. ანჯელინა სთხოვს შვილებს, რომ როცა ონლაინ რაიმე ისეთს ნახავენ, რაც მათ შეაწუხებს, ან ააფორიაქებს, მოუყვნენ ხოლმე.

მსახიობის შვილებს არ აქვთ ანგარიშები სოციალურ ქსელებში, რაც მათ იმ ნეგატიური ასპექტებისგან იცავს, რაც პოპულარობას ახლავს თან.

  • მრავალფეროვნება

მსოფლიოშია ცნობილი, რომ ანჯელინა ხშირად იღებს საქველმოქმედო საქმიანობაში მონაწილეობას და ხშირად შვილებსაც უზიარებს ამ გამოცდილებას. "ჩემი შვილები სხვადასხვა წარმომავლობის არიან, მათ შორის განსხვავება რომაა, ამას გვერდს არ უვლიან და ეს ფაქტი მათთვის სიხარულის მომტანია. ჩვენ ხშირად ვმოგზაურობთ მათ ქვეყნებში. შაილო, მაგალითად მედოქსის მშობლიურ ენას სწავლობს, ვივიენს კი სურს, რომ ზაჰარას სამშობლოში იცხოვროს.

  • ურთიერთპატივისცემა და უდიდესი სიყვარული

ანჯელინას თქმით, თავის ნაშვილებ ბავშვებზე საუბრისას, ვერ მოყვება როგორი იყო ორსულობის პერიოდი, მაგრამ შეუძლია ისეთივე სითბოთი და სიყვარულით მოყვეს ის ისტორიები, თუ როგორ აღმოაჩინა ისინი და როგორი შეგრძნება ჰქონდა, როცა პირველად ჩახედა თვალებში. ანჯელინას თქმით, მათ არასდროს უნდა დაკარგონ კავშირი იმ გარემოსთან და კულტურასთან, საიდანაც მოდიან: "მათ ისეთი ფესვები აქვთ, როგორიც შენ არ გაქვს, პატივი უნდა ვცეთ და ვისწავლოთ მათ შესახებ. ისინი კი არ შემოდიან შენს სამყაროში, შენ შედიხარ მათ სამყაროში“, ამბობს მსახიობი.

  • არ მოატყუოთ შვილებს

მშობლების გაყრასთან შეგუება ყველა ბავშვისთვის ძნელია, მაგრამ როცა მედია ჭორებს ავრცელებს და მუდმივად ამაზე წერს, კიდევ უფრო რთული ხდება. "ჩემი ოჯახის კეთილდღეობისთვის მივიღე გაყრის გადაწყვეტილება. ეს სწორი არჩევანი იყო. ახლა იმაზე ვაკეთებ კონცენტრირებას, რომ ბავშვებმა თავი უკეთ იგრძნონ. ბევრმა ისარგებლა ჩემი დუმილით და ბავშვები ყოველდღიურად უამრავ სიცრუეს ხედავენ მედიაში, თუმცა მე ყოველთვის ვახსენებ, რომ მათ უკეთ იციან თავიანთი სიმართლე", -ამბობს ანჯელინა.

  • შვილების გვერდით დგომა პრიორიტეტია ცხოვრების ყველა ეტაპზე

"მათი ემოციები და ინტერესები ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მაინტერესებს.. რატომ არ უნდა გაინტერესებდეს? ჩვენ უნდა ვეხმარებოდეთ მათ თავიანთი თავის პოვნაში და ამას ვერ შევძლებთ, თუ ჩვენც მათთან ერთად არ განვვითარდებით", - ამბობს ჯოლი.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა