ავტორი:

ტატო გრიგალაშვილი, ოქროს მედალი და ძიუდოისტების წარმატებით გამოწვეული სიხარული - ტაშკენტის დღიური და ის, რაც კამერებს მიღმა დარჩა

ტატო გრიგალაშვილი, ოქროს მედალი და ძიუდოისტების წარმატებით გამოწვეული სიხარული - ტაშკენტის დღიური და ის, რაც კამერებს მიღმა დარჩა

როცა გარშემო თითქოს კარგი აღარაფერი ხდება, როცა ყოველ დღე გვესმის ტრაგედიების შესახებ, როდესაც ადამიანები საქართველოს ტოვებენ და სამშობლოსგან შორს მიდიან ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნის მოტივით, როცა საზოგადოების დიდ ნაწილში დეპრესიული ფონი გასდევს ყოველდღიურობას, ასეთ დროს შვების მომგვრელია ხოლმე ქართველი სპორტსმენების წარმატებები.

  • წარმატებები სპორტში თითქოს მცირე დროით გვავიწყებს სირთულეებს და დადებითი ემოციებით გვავსებს.

თუნდაც რად ღირს ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლური თავგადასავალისთვის თვალის დევნება, ქართველი ბიჭი იტალიის სერია A-ს პრინცად გვევლინება და ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას მემკვიდრედ მოიხსენიებენ.

მის ყოველ თამაშს მთელი საქართველო ელოდება, ყველა ერთად ნერვიულობს, ერთად განიცდიან და სიხარულის ცრემლებსაც ერთად ღვრიან.

  • თუმცა ჩემი ბლოგი ხვიჩას შესახებ არაა. მე ტანშკენტზე, იქ გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, ტატო გრიგალაშვილზე და მის ოქროს მედალზე უნდა გიამბოთ.

ოქტომბრის დასაწყისში უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, შემადგენლობა რომ გამოცხადდა მამაკაცთა თანრიგში დიდ წარმატებას ველოდით, უნდა ითქვას, რომ ყველას გაუკვირდა - 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ბექა ღვინიაშვილის მაგივრად ლუკა მაისურაძის დანახვა, თუმცა 24 წლის ძიუდოისტმა თბილისში ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანა.

ქართულმა დელეგაციამ ტაშკენტიდან 4 მედალი (1 ოქრო - გრიგალაშვილი, 3 ბრინჯაო - ბექაური, მაისურაძე და თუშიშვილი) დაისაკუთრა. მე-4 საჭიდაო დღეს, "ჰუმოს არენის" ერთ-ერთ ტრიბუნაზე სიამაყით კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ დიახ, მე ქართველი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა.

9 ოქტომბრის დილა გათენდა, ტაშკენტში ტრადიციულად დილიდან ცხელოდა, 3 წარუმატებელი დღის შემდეგ პირველი მედლის მოლოდინში "ჰუმო არენისკენ" გავემართე, წინა დღეს ლაშა შავდათუაშვილის წარუმატებელი ჭიდაობის შემდეგ ხასიათი ცოტა წამხდარი მქონდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ძიუდოისტი მსოფლიოს პირველობას მოქმედი ჩემპიონის რანგში და არასახარბიელო ფორმით შეხვდა, რის გამოც უმედლოდ დარჩა...წაიკითხეთ სრულად sportall.ge