ავტორი:

"მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა..." - რას წერს გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგის შემდეგ?

"მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა..." - რას წერს გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგის შემდეგ?

ექასპერტი გია ხუხაშვილი ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე 9 პირის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დაპატიმრებულების სპექტრის მრავალფეროვნება მიანიშნებს სისტემურ დანაშაულზე, სისტემაზე კი ცალსახად მერია პასუხისმგებელი.

"ქართულ “სამართალში” არსებობს ასეთი ცნება - “დაკავება შეთანხმებით”. ანუ, შეთანხმებით იჭერ ვიღაცას იმ პირობით, რომ მღელვარება რომ გადაივლის, ნელ-ნელა “ქვეშიდან გამოაძვრენ” და ამას აკეთებ მთავარი პასუხისმგებელი პირის გადასარჩენად, როგორც ეს გირგვლიანის მკვლელების მიმართ განხორციელდა, ორგანიზატორის და დამკვეთის დასაფარად.ამიტომ, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება…

მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა, რადგან დაპატიმრებულების სპექტრის მრავალფეროვნება მიანიშნებს სისტემურ დანაშაულზე. სისტემაზე კი მთლიანობაში ცალსახად მერია პასუხისმგებელი და უკვე არა მარტო პოლიტიკურად. იკვეთება "სამსახურებრივი გულგრილობის" კვალიფიკაცია…" - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირია დაკავებული. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურეობრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნახეთ ასევე: