ავტორი:

"მამამთილსა და რძალს შორის კონფლიქტი ადრეც იყო... ამჯერად საფლავზე მოულოდნელად მივიდა და ქალი შვილების თვალწინ დაჭრა" - წყალტუბოში მომხდარი დაჭრის დეტალები

"მამამთილსა და რძალს შორის კონფლიქტი ადრეც იყო... ამჯერად საფლავზე მოულოდნელად მივიდა და ქალი შვილების თვალწინ დაჭრა" - წყალტუბოში მომხდარი დაჭრის დეტალები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი დანით დაჭრა. ქალს სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს. როგორც ცნობილია, ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

ლევან ჭელიძე, დაზარალებული ქალის ადვოკატი:

"შემთხვევა მოხდა სასაფლაოზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სამ არასრულწლოვან შვილთან და ახლობელ ბავშვთან ერთად იმყოფებოდა გარდაცვლილი მეუღლის საფლავზე. მოულოდნელად მივიდა მამამთილი და ბავშვების თვალწინ დანით მიაყენა ჭრილობები. დაზიანება აქვს სახეზე და ტანზე. მას ადგილზე მყოფი მოქალაქეები დაეხმარნენ.

ქალი კლინაკაში გადაიყვანეს, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება არ აქვს. ქალსა და მამამთილს შორის ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი ადრეც იყო. მასზე გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი, თუმცა ვადა უკვე გასული იყო და გახანგრძილებაც არ მოვითხოვეთ, რადგან კავშირი არ ჰქონდათ".

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნახეთ ასევე: