ავტორი:

"კახი, არ გადადგე! ეს შენ არ გეხება, შენ მარტო კარგი ამბები, ლენტის გაჭრა! ყველამ დაინახოს, როგორი თავკაცი არ უნდა ყავდეს ქალაქს!" - ხაზარაძე კალაძეს

"კახი, არ გადადგე! ეს შენ არ გეხება, შენ მარტო კარგი ამბები, ლენტის გაჭრა! ყველამ დაინახოს, როგორი თავკაცი არ უნდა ყავდეს ქალაქს!" - ხაზარაძე კალაძეს

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ვაკის პარკის გარშემო დატრიალებული ტრაგედიასა და თბილისის მერის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ის კალაძეს მიმართავს, არ გადადგეს, რადგან "ბოლომდე ნახოს ყველამ, თუ როგორი თავკაცი არ უნდა ჰყავდეს თბილისს".

"კახი, არ გადადგე!..რა საჭიროა, უკვე ხომ დაიჭირეს ხალხი. დაბალი ღობე ხო გამოჩნდა...ეს შენ არ გეხება, შენ მარტო კარგი ამბები - ლენტის გაჭრა, ფეიერვერკები.... მეგონა საქართველოს ნაკრები გუნდის გამოყვანა მოედანზე რაღაცას ნიშნავდა, თურმე არაფერს.

თუ შენს გუნდელებს დაიჭერენ, შენ ხომ გადარჩები. არ გადადგე, ჯობია ბოლომდე ყველამ დაინახოს, განსაკუთრებით თბილისმა, როგორი თავკაცი არ უნდა ყავდეს ქალაქს! შეიძლება ფიქრობ, რომ ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა. არა - გეშლება!

ამ ქალაქში ყველაფერი არ მოსულა! არ ვაპირებდი ამის დაწერას, მეგონა, რომ განიცდიდი - ეს ფოტო ბავშვთან რა იყო? ლაზარეს რას ერჩოდი?არ გადადგე! იქნებ მიხვდეს ყველა როგორი თბილისი არ გვჭირდება. ვახ, მაინც როგორ მეგონა, რომ გუნდის კაპიტნობა სხვა რამე იყო შენთვის...." - წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ნახეთ ასევე: