ავტორი:

19 წლის ბიჭი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაჭრეს, გარდაიცვალა

19 წლის ბიჭი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაჭრეს, გარდაიცვალა

ბათუმში, 19 წლის ახალგარზრდა მამაკაცი, რომელიც ცეცსასროლი იარაღით დაჭრეს, კლინიკა "მედცენტრში" გარდაიცვალა. ექიმების თქმით, მას თავისა და გულმკერდის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. კლინიკის ინფორმაციით, 19 წლის მამაკაცი კლინიკაში შეყვანისთანავე მალევე გარდაიცვალა.

ცნობისთვის, გვიან ღამით, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე , ერთ-ერთ რესტორაში ცეცხსასროლი იაღარიდან ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს, ინცინდენტის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კლინიკა უკვე დატოვეს. მთელი ღამის განმავლობაში, ინცინდენტის ადგილი სამართალდამცავებს ყვითელი ლენტით ჰქონდა შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ. რა გახდა სროლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილი და დაშავებული ადამინები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.