რევმატიზმი ზოგად ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი დაზიანებით. რევმატიზმის დროს ადამიანი უჩივის ძლიერ სისუსტეს, ყრუ ხასიათის, ზოგჯერ ჩხვლეტისმაგვარ ტკივილს და გულის ფრიალს. ასევე, დაღლილობას, მადის დაკარგვას, სიფერმკრთალეს, მუცლის ტკივილს, ცხელებას და სისხლდენას ცხვირიდან.
არსებობს სამკურნალო მცენარეთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც მეცნიერულმა მედიცინამ შეისწავლა, მათი ეფექტურობა სამეცნიერო ექსპერიმენტებით დაადასტურა და აღიარა კიდეც ოფიციალური მედიცინისთვის გამოსადეგ სამკურნალწამლო საშუალებებად. წარმოგიდგენთ 5 მცენარეულ რეცეპტს, რომლებიც ძალიან ეფექტურია რევმატიზმის დროს.
1. წიწმატელა მინდვრის
ნორჩ ბალახს აგროვებენ ადრე გაზაფხულზე, თესლს შემოდგომით.
გამოყენება: აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. კავკასიაში თესლის ნახარშს იყენებენ გარეგანად რევმატიზმის დროს, შინაგანად კი როგორც გაზების გამომდევნს.
რეცეპტები:
2. წყლის პერი, ლემნა პატარა
გამოყენება: აქვს ანტიალერგიული, ანტიმიკრობული, ჭიების საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, სპაზმოლიზური, შარდმდენი, შემკვრელი, გამაძლიერებელი თვისებები. ხალხურ მედიცინაში იყენებენ გაციების, ალერგიული და კანის დაავადებების, ვიტილიგოს, ჭინჭრის ციების, სხვადასხვა სიმსივნის, შეშუპებების, გველებისა და მწერების ნაკბენების, კანზე გამონაყარის, ფარინგიტის, ბრონქიტის, რევმატიზმისა და ნიკრისის ქარის სამკურნალოდ.
რეცეპტები:
გარეგანად მცენარის ნაყენით ამუშავებენ ჭრილობებს, ფურუნკულებს, წყლულებს.
დანის წვერით დღეში 2-3-ჯერ მცენარის ფხვნილს მიიღებენ შეშუპებებისა და ალერგიული გამონაყარის დროს, ასევე ნერვული აშლილობის ან შიშების და შიშის ნიადაგზე შარდის შეუკავებლობის დროს.
მცენარის ფხვნილისა და თაფლისგან ამზადებენ 1-1,5 სმ დიამეტრის ბურთულებს, მიიღება 1-2 ბურთულა ჭამამდე 3-ჯერ დღეში. გამოიყენება როგორც სიცხის დამწევი და შარდმდენი საშუალება. განსაკუთრებით ეფექტურია ჭინჭრის ციების, ნიკრისის ქარის, რევმატიზმის, ვიტილიგოს დროს.
3. ჭარხლიფოჩა ორკბილიანი
გამოყენება: ნაყენს მიიღებენ ჰიპერტონიის დროს, ასევე შარდმდენად და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ძალ-ღონის აღსადგენად. თესლს იყენებენ ანტიტოქსიკურ საშუალებად გველის ნაკბენის საწინააღმდეგოდ, ასევე რევმატიზმის, ბრონქული ასთმის სამკურნალოდ.
რეცეპტები:
გამომცემლობა „პალიტრა L” უნიკალურ წიგნების სერიას - „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“ გამოსცემს, სადაც მთელ მსოფლიოში გავრცელებულ 1200-მდე მცენარის შესახებ ამომწურავ, სრულფასოვან ინფორმაციას იპოვით. სერია ხუთ ტომად გამოიცემა. მცენარეთა სახელები ანბანის მიხედვითაა დალაგებული. ყოველ მცენარეს მოყვება რეცეპტები პრაქტიკული გამოყენებისათვის და, რაც მთავარია, - ამ მცენარეთა ფოტოილუსტრაციები.
თითოეულ მცენარეზე მოწოდებული ინფორმაციით შეიტყობთ, სად მოიპოვება ეს მცენარე, წლის რომელ დროს, მისი რა ნაწილი გამოიყენება სამკურნალოდ, როგორი ქიმიური შემადგენლობა აქვს, ანუ რა განაპირობებს მათ სამკურნალო ეფექტს, რა დროს გამოგადგებათ, როდის არ შეიძლება მათი გამოყენება, ბოლოს კი, გაეცნობით რეცეპტებს - ნაყენის დამზადებისა და მიღების შესახებ.
„სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედიის“ მეხუთე 17 ოქტომბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა და მისი სპეციალური ფასი - 16 ლარი, გაზეთთან ერთად კი - 18 ლარი იქნება. წიგნის შეძენა ასევე შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და საიტზე: www.palitral.ge