ავტორი:

თბილისში 72 წლის მამაკაცს ეძებენ - "550 ნომერ "მარშუტკას" გაჰყვა და შემდეგ მისი კვალი იკარგება, გაითიშა მისი ტელეფონიც"

თბილისში 72 წლის მამაკაცს ეძებენ - "550 ნომერ "მარშუტკას" გაჰყვა და შემდეგ მისი კვალი იკარგება, გაითიშა მისი ტელეფონიც"

თბილისში 72 წლის მამაკაცს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გურამ კაკაჩია 18 ოქტომბერს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ მამაკაცის კვალი იკარგება. მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს პოლიციას.

"სახლიდან გავიდა, 550 ნომერ მარშუტკას გაჰყვა და შემდეგ უკვე მარშრუტი დაიკარგა, ტელეფონიც გაეთიშა. ეცვა შავი ფერის ქურთუკი. თუ ვინმე მის კვალს მიაგნებს ან დაინახავს მას, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ამ ნომრებზე - 599 17 50 79, 592 23 05 89" - ამბობენ ოჯახის წევრები.