ავტორი:

მიიღე მონაწილეობა „პეპელას გამოწვევაში“ - გაერთე და დასაჩუქრდი

მიიღე მონაწილეობა „პეპელას გამოწვევაში“ - გაერთე და დასაჩუქრდი

სათამაშოების მაღაზია „პეპელა“ მომხმარებლებს ახალ გამოწვევაში მონაწილეობას სთავაზობს. მონაწილეობისთვის საკმარისია #Hotwheels-ის მანქანების თქვენს კოლექციას ფოტო გადაუღოთ და „პეპელას“ Facebook გვერდზე განთავსებული ვიდეოს კომენტარებში ატვირთოთ. ყველაზე მეტი მოწონების მქონე ფოტოს ავტორი გახდება გამარჯვებული, რომელიც სპეციალურ პრიზებს მიიღებს. ეს იქნება სიურპრიზებით სავსე სასაჩუქრე ბოქსი, რომელიც მფლობელს ნამდვილად გააოცებს.

„ჰოთ ვილსის“ მცირე ზომის ავტომობილების საქართველოში უკვე რამდენიმე წელია იყიდება. წარმატებული ამერიკული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია „პეპელა“, რომელიც მომხმარებელს მუდმივად ხარისხიან განმავითარებელ და გასართობ სათამაშოებს სთავაზობს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჯერად კი მომხმარებელს სახალისო გამოწვევაში მონაწილეობას სთავაზობს.

„ჰოთ ვილსი“ არის მანქანების ამერიკული ბრენდი, რომელიც სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია „მატელმა“ 1968 წელს წარმოადგინა. ორიგინალი „ჰოთ ვილსი“ დამზადებულია ელიოტ ჰენდლერის მიერ. ჰენდლერმა აღმოაჩინა, რომ მისი ვაჟი კენეტი „მეჩბოქსის“ მანქანით თამაშობდა. სწორედ ამ დროს მოუვიდა იდეა, შეექმნა „მეჩბოქსის“ კონკურენტი მანქანების ხაზი.

„ჰოთ ვილსის“ მანქანების პირველი ხაზი, რომელიც ცნობილია, როგორც The original sweet 16, 1968 წელს გამოვიდა. ეს იყო პირველი მანქანა ცნობილი წითელი ხაზის სერიიდან, რომელიც გულისხმობდა წითელ ხაზებს მანქანის გვერდებზე. პირველი პროდუქტი გახლდათ მუქი ლურჯი კამარო.

„ჰოთ ვილსის“ ბრენდმა განსაცვიფრებელ წარმატებას მიაღწია, რამაც სრულიად შეაფერხა მცირე ზომის მანქანების მოდელირების ინდუსტრია 1969 წლიდან. 1970 წელი ძალიან წარმატებული იყო კომპანიისთვის. „მეტელმა“ გამოუშვა ახალი სარეკლამო სლოგანი მანქანებისთვის: Go With the Winner. იმ წელს გამოჩნდა 43 ახალი მანქანა, მათ შორის Sizzlers და Heavyweights ხაზები. საბოლოოდ, კონკურენციისთვის შექმნილი „ჰოთ ვილსი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ამერიკული ბრენდი გახდა. „მეტელის“ სათამაშოების საწარმომ კი წარმატების მწვერვალს მიაღწია. 1997 წელს მან იყიდა Tyco toys, რომელიც მაშინ „მეჩბოქსის“ მანქანებს ფლობდა. ამ დროიდან „ჰოთ ვილსისა“ და „მეჩბოქსის“ მანქანებს შორის კონკურენციაც შეწყდა.

„ჰოთ ვილსის“ შენი კოლექცია როგორ გამოიყურება?

R