ავტორი:

"ხელმოკლედ ვცხოვრობდით... ჰოლანდიაში რომ ჩავედით, მე ქუთაისის სამკერვალოში შეკერილი პალტო მეცვა, სანდრა მიშას პალტოთი იყო" - ნინო ჟვანია სააკაშვილსა და მის მეუღლესთან ურთიერთობაზე

"ხელმოკლედ ვცხოვრობდით... ჰოლანდიაში რომ ჩავედით, მე ქუთაისის სამკერვალოში შეკერილი პალტო მეცვა, სანდრა მიშას პალტოთი იყო" - ნინო ჟვანია სააკაშვილსა და მის მეუღლესთან ურთიერთობაზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნინო ჟვანია იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" სანდრა რულოვსთან და მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობის პერიოდს იხსენებს. ჟვანია ყვება, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსები ოჯახებით გარკვეული პერიოდი ერთად ცხოვრობდნენ...

ნინო ჟვანია:

"სააკაშვილი ერთადერთი არ იყო, ვინც ზურას მეშვეობით მოხვდა პარლამენტში. ზურა ყველა ნიჭიერ ადამიანთან საუბრობდა. ყველა პოტენციურად საინტერესო სუბიექტი უნდოდა, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში. მიშაც ასე მოხვდა პარლამენტში...

ვმეგობრობდით კიდეც, მაშინ წყნეთში ვცხოვრობდით, წყნეთში იყო სინათლე. სანდრა და ედუარდი დიდი პერიოდი ჩვენთან ცხოვრობდნენ, რომ შეგვემსუბუქებინა მათთვისაც ცხოვრება. საკმაოდ რთული იყო, ჩვენ ზედმეტი არაფერი გვქონდა. ეს პრინციპი ზურამ ბოლომდე დაიცვა. თავის გარდაცვალების მომენტამდე...

დავრჩი მე მარტო სამი ბავშვით, არც სახლი გვქონდა, არც - ფული. ეს სისუფთავე ბოლომდე შეინარჩუნა. ეს იყო მისი სიძლიერე. მისთვის ეს იყო პრინციპული საკითხი. მაშინ მიშა და სანდრაც ასე ფიქრობდნენ, ხელმოკლედ ვიყავით, ერთმანეთს ვეხმარებოდით.

იდეურადაც და სოციალურადაც ერთ ფენას წარმოვადგენდით, ერთი ინტერესი გვქონდა, ერთ წიგნებს ვკითხულობდით. სალაპარაკო ყოველთვის გვქონდა. მეც ვიყავი ჩასული მათთან ჰოლანდიაში. თავიდან სხვა მოცემულობა იყო, ჩვენ ვიყავით ახალგაზრდა პოლიტიკოსების მეუღლეები. მახსოვს, ჰოლანდიაში რომ ჩავედით, მე ქუთაისის სამკერვალოში შეკერილი პალტო მეცვა და სანდრას მიშას პალტო ეცვა. გაჭირვებული ქვეყნიდან ვიყავით. გვინდოდა, რომ პალტო გვეყიდა... მახსოვს, მაღაზიაში გამყიდველი ცდილობდა, ჩვენსა და პალტოებს შორის დისტანცია დაეცვა, რომ ხელი არ მოგვეკიდა..."