ავტორი:

გოგრები, სანადირო დანები და ყოფილი მეტოქეების სამზადისი ჰელოუინისთვის - "აი, რას აკეთებენ ნამდვილი "ექშენ" ბიჭები თავისუფალ დროს"

გოგრები, სანადირო დანები და ყოფილი მეტოქეების სამზადისი ჰელოუინისთვის - "აი, რას აკეთებენ ნამდვილი "ექშენ" ბიჭები თავისუფალ დროს"

75 წლის არნოლდ შვარცნეგერი და ჰოლივუდის მაჩო, 76 წლის სილვესტერ სტალონე გაერთიანდნენ, რათა ჰელოუინის დღესასწაულის აღსანიშნავად გოგრები ერთად მოემზადებინათ. თანაც გადაწყვიტეს, ეს თავისებური სტილით გაეკეთებინათ. როგორც ირკვევა, მათ დავალება სანადირო დანებით შეასრულეს.

ვარსკვლავებმა ერთობლივი ფოტო "ინსტაგრამზე" საკუთარ ანგარიშებზე სათითაოდ გააზიარეს. სტალონე ფოტოს აღწერაში წერს:

"მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი, არნოლდი, მის ოფისში ვატარებთ არაჩვეულებრივ დროს და გოგრებს სანადირო დანებით ვამუშავებთ. აი, რას აკეთებენ ნამდვილი "ექშენ" ბიჭები თავისუფალ დროს". შვარცნეგერმაც გაუზიარა იგივე ფოტო თავის 22.6 მილიონ გამომწერს და დაწერა: "გილოცავთ ჰელოუინს".

წყვილს დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რო მტრულიდან მეგობრულ ურთიერთობამდე მიეღწია. ორი მაჩო კაერიერის დასაწყისში ერთმენთს ხშირად უწევდა მეტოქეობას იმაში, თუ ვინ უკეთ თამაშობდა, ფილმში რომელს უფრო დიდი იარაღი ჰქონდა ან გადასაღებ მოედანზე ვინ უფრო ნავარჯიშევი სხეულით გამოცხადდებოდა. მას შემდეგ, რაც მათ "Escape Plan"-სა და "The Expandables"-ში ერთად ითამაშეს, სტალონესა და შვარცნეგერს შორის ნამდვილი მეგობრობა დაიწყო.

"ძალიან მიხარია, რომ ჩვენს შორის არეულობა დალაგდა. პრესაში ერთმანეთს დაუნდობლად ვესხმოდით თავს. რას არ ვეძახდით ერთმანეთს და სუსტ მხარეებს ვააშკარავებდით", - ამბობდა 2017 წელს მიცემულ ინტერვიუში კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცნეგერი.

სოციალური ქსელის მომხმარებლები ორი ლეგენდარული მსახიობის ერთად დანახვამ ძალიან გაახალისა და ბევრი გამოეხმაურა მათ ფოტოს:

"ორი ლეგენდა", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი, მეორე კი დანებზე აკეთებს აქცენტს: "ერთი დანა "რემბოდანაა", მეორე კი "კომანდოდან".

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა