ავტორი:

ძალოსანი კახი ასანიძე ევროპის ჩემპიონია - პირველი ოქროს მედლები ალბანეთიდან

ძალოსანი კახი ასანიძე ევროპის ჩემპიონია - პირველი ოქროს მედლები ალბანეთიდან

ქართველი ძალოსანი კახი ასანიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია. როგორც საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია წერს, ასანიძემ ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

"გილოცავთ! პირველი ოქროს მედლები ალბანეთიდან! კახი ასანიძე - U23 ევროპის ჩემპიონია! ასანიძემ ქართველ ძალოსანთა ყულაბა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით შეავსო.

ალბანეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე U23 ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ფიცარნაგზე 73 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი - კახი ასანიძე და არჩილ მალაყმაძე ასპარეზობდნენ.

კახი ასანიძემ მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება შეასრულა, სამივე ცდა 141/144/146 კგ. წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. კახის სულ რაღაც 1 კილოგრამი დააკლდა ოქროს მედლამდე.

ასანიძემ აკვრაში შესანიშნავად იასპარეზა, 171/176 დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვებული 322 კილოგრამითაც.

არჩილ მალაყმაძემ კი ატაცში თავი 135 კილოგრამს გაართვა, რის შემდეგაც ტრავმის გამო შეჯიბრიდან მოიხსნა. საბოლოოდ ძალოსანმა ევროპის ჩეპიონატი ატაცის მე-6 ადგილით დაასრულა", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.