ავტორი:

ხარისხის მართვა კლინიკა რეპროარტში

ხარისხის მართვა კლინიკა რეპროარტში

თანამედროვე რეპროდუქციულ მედიცინაში ხარისხის მართვა წარმატებული შედეგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ის წამყვანი კლინიკები, რომლებიც უახლესი სტანდარტებისა და გაიდლაინების შესაბამისად საქმიანობენ, მას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.

ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტში დაარსების დღიდან ხარისხის მართვა საქმიანობის განუყოფელი ნაწილია: კლინიკა უნაყოფობის პრობლემის მქონე ადამიანებს, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მეცნიერულად დასაბუთებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს, ეხმარება მათ აისრულონ ოცნება და გახდნენ მშობლები. ამავდროულად, რეპროარტი ქვეყანაში ეროვნულ გაიდლაინებთან ერთად, ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამის, ინოვაციურ პროგრამებსა თუ ნორმების ნერგავს და რეპროდუქციულ სამედიცინო საზოგადოებას პროფესიონალი კადრებითა და უახლესი ცოდნით აძლიერებს.

საგულისხმოა, რომ კლინიკა სტანდარტული ოპერაციული პროცედურებით ხელმძღვანელობს და საერთაშორისო დონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

რეპროარტი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სასერტიფიკაციო ორგანოს TÜV (Technischer Überwachungs-Verein) AUSTRIA -ს მიერ გაცემულ ISO 9001:2015 სერტიფიკატს ფლობს, რაც ადასტურებს, რომ კლინიკა ამ სტანდარტის შესაბამისი მართვის სისტემებით უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების მიწოდებას რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის, მეანობა-გინეკოლოგიის, უროლოგია-ანდროლოგიის, ინ ვიტრო განაყოფიერების, ემბრიოლოგიის, ანდროლოგიისა და კლინიკო დიაგნოსტიკური ლაბორატორიების მიმართულებით.

კლინიკის ხარისხის პოლიტიკა რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით ხორციელდება. მათ შორის უპირველესი პაციენტების მუდმივი ინფორმირებულობა, გულწრფელობა, ეთიკურობა და უსაფრთხო მკურნალობაა. რეპროარტში პაციენტების გამოცდილებისა და უკუკავშირის გათვალისწინებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მით უმეტეს, რომ უნაყოფობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის მათ ინტერესებზე მორგებულ მომსახურებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, კლინიკაში ნებისმიერი პაციენტის თითოეულ რეკომენდაციას, შენიშვნასა და პრობლემის გადაწყვეტას ყოველთვის გამორჩეული ყურადღება ექცევა. რეპროარტში წლებია რაც პაციენტის პირადი მენეჯერის სერვისი ფუნქციონირებს.

ამას გარდა, მიმდინარეობს მომსახურების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სამსახურების ეფექტიანობის დახვეწა, პაციენტების საჭიროებების გამოვლენა, კმაყოფილების შეფასება, მიღებული შედეგების ანალიზი და გაუმჯობესება.

ხარისხის პოლიტიკის დანერგვაში უდიდესი როლი აქვს კლინიკის ლაბორატორიების, დიაგნოსტიკური და სამკურნალო მიმართულებების, ინფრასტრუქტურის განახლებასა და კონტროლს, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რაც ზოგადად მკურნალობის პროცესების სისტემატურ გაუმჯობესებას განაპირობებს. ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, კლინიკა მუდმივად უზრუნველყოფს თანამშრომლების პროფესიურ ზრდასა და მათ განვითრებას.

რეპროარტი კვლავაც გააგრძელებს ხარისხის პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას, მაღალტექნოლოგიური მკურნალობის მიდგომებისა და მეთოდების დანერგვას, რათა საქართველო მსოფლიოს რუკაზე უნაყოფობის მკურნალობისთვის საუკეთესო ქვეყნად მოინიშნოს.

კლინიკა რეპროარტი

ინ ვიტრო განაყოფიერება

მამაკაცის უნაყოფობა

ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია - ICSI

სპერმის მიკროქირურგიული ასპირაცია

R