ავტორი:

ხარკოვში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა - დაიღუპა 2 და დაშავდა - 4 ადამიანი

ხარკოვში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა - დაიღუპა 2 და დაშავდა - 4 ადამიანი

ხარკოვის ოლქში ავტომობილი, რომელშიც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები ისხდნენ, ნაღმზე აფეთქდა, - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი იუწყება.

მისი თქმით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი - დაშავდა.

"იზიუმის რაიონში, ავტომობილი, რომელშიც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები ისხდნენ, ნაღმზე აფეთქდა. სამწუხაროდ, 2 ადამიანი დაიღუპა, 4 - დაშავდა", - განაცხადა სინეგუბოვმა.

მისი თქმით, ოლქში ნაღმების საშიშროების დონე კვლავ ძალიან მაღალია და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები გათავისუფლებული ტერიტორიების გაწმენდას განაგრძობენ.