ავტორი:

ხმაური და დაპირისპირება თსუ-ში - რა ხდებოდა ჯაბა სამუშიას არჩევისას (ვიდეო)

ხმაური და დაპირისპირება თსუ-ში - რა ხდებოდა ჯაბა სამუშიას არჩევისას (ვიდეო)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულების არჩევის პროცესი მიმდინარეობდა, ხმაური და დაპირისპირება იყო.

მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აუდიტორია დატოვეს, სტუდენტები მათ შეძახილებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებდნენ სიტყვებს - თავისუფლება უნივერსიტეტს, თავისუფლება სტუდენტებს!

სტუდენტები ამბობენ, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულების არჩევის პროცესი არალეგიტიმურია.

  • შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს.

ამ თანამდებობაზე მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარდგენილი. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩია.

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა.

ნახეთ ვიდეო: