ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი – „LOPOTA CUP 2022“ „ლოპოტა სპარეზორტის“ განახლებულ კორტებზე დღეს გაიხსნა. ტურნირი წუთიერი დუმილითდაიწყო - მონაწილეებმა და დამსწრე პირებმა ვაკის პარკში დატრიალებულიტრაგედიის შედეგად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
„ლოპოტა სპა რეზორტის“ ორგანიზებით, LOPOTA CUP 2022 -ის თამაშები20-23 ოქტომბერს გაიმართება. ტურნირის მიმართ მაღალი ინტერესიდაფიქსირდა და 80-ზე მეტი მონაწილე ასპარეზობს.
პოპულარული ტურნირი – „LOPOTA CUP“ წლების წინ, „ლოპოტა სპა რეზორტის“დამფუძნებლის გოგა მაისურაძის ინიციატივით დაარსდა და ყოველწლიურ ხასიათსატარებდა. წელს ტურნირი სამოყვარულო შეჯიბრებებს შორის ყველაზე დიდისაპრიზო ფონდით დაბრუნდა, ფონდი 30 000 ლარს შეადგენს.
„LOPOTA CUP 2022“ ტარდება როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში,ქალთა და მამაკაცთა შორის. ერთეულთა თანრიგში მონაწილეობენსამოყვარულო დონეზე მოთამაშე პირები, წყვილთა შორის კი, თამაშები Pro-Amპრინციპით იმართება.
ტურნირის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული და გუნდურიაქტივობების, ასევე საქართველოში ჩოგბურთის პოპულარიზაცია.
„LOPOTA CUP 2022-ის“ გენერალური სპონსორია „როზალინდ ფრანკლინ ველნესცენტრი“ , ტურნირის სპონსორები არიან: „სარაჯიშვილი“, „არქი“, „ბორჯომი“,„შატო ბუერა“, „პორშე ცენტრი თბილისი“, „ვორლდ კლას ჯორჯია“ , „სეტანტასპორტი“ , „ქროსთი“.