ავტორი:

"ემოციებს არ უნდა ავყვეთ, უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობა უნდა შევინარჩუნოთ" - კობახიძე უკრაინის დელეგაციის რიგებში ზურაბ ადეიშვილის ყოფნას აფასებს

"ემოციებს არ უნდა ავყვეთ, უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობა უნდა შევინარჩუნოთ" - კობახიძე უკრაინის დელეგაციის რიგებში ზურაბ ადეიშვილის ყოფნას აფასებს

როცა ადამიანი, რომელიც მძიმე დანაშაულებშია ბრალდებული, უკრაინის ხელისუფლების სახელით საუბრობს ევროპულ სტრუქტურებში, ეს არის ცალმხრივი მეგობრობის გაგრძელება - ემოციებს არ უნდა ავყვეთ, უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობა უნდა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი ომის დაწყებამდე ბევრად ადრე დაიწყო.

"ადეიშვილის სტუმრობა უკრაინის მაღალჩინოსნის რანგში ევროპულ სტრუქტურებში არის კიდევ ერთი გამოხატულება იმის, რასაც ჩვენ ვეძახით ცალმხრივ მეგობრობას. ეს არის მძიმე, სამწუხარო მოვლენა და ეს გრძელდება უკვე წლებია. ეს ომის მერე არ დაწყებულა, ბევრად ადრე დაიწყო. ადამიანი, რომელიც არის ბრალდებული კონკრეტულ მძიმე დანაშაულებში, ადამიანი, რომელიც იყო რეპრესიული მანქანის ერთ - ერთი ხელმძღვანელი, ბიზნესის რეკეტის ერთ- ერთი ინიციატორო და აღმასრულებელი და როცა ასეთი ადამიანი უკრაინის ხელისუფლების სახელით საუბრობს ევროპულ სტრუქტურებში, ეს არის ცალმხრივი მეგობრობის გაგრძელება, რაც მძიმე და სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ მაინც და მაინც ემოციებს არ უნდა ავყვეთ, უნდა შევინარჩუნოთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი უკრაინელი ხალხის ხათრით და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხათრით," - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, უკრაინის დელეგაცია, გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინისა და გენერალური პროკურორის მრჩევლის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით, ევროპის საბჭოს სტუმრობდა, სადაც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, დუნია მიატოვიჩთან შეხვედრაზე ის ერთობლივი ქმედებები განიხილეს, რომლებიც საჭიროა აგრესორის დაუსჯელობის დასასრულებლად.

იხილეთ ასევე: