ავტორი:

"დავითვალოთ და ვნახოთ რამდენი ტყუილი თქვა ნელი დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე" - რა თქვა ბასილაშვილის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში?

"დავითვალოთ და ვნახოთ რამდენი ტყუილი თქვა ნელი დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე" - რა თქვა ბასილაშვილის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში?

დავითვალოთ და ვნახოთ რამდენი ტყუილი თქვა ნელი დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე,- ამ სიტყვებით დაიწყო ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ დასკვნითი სიტყვა.

სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 საათია მიმდინარეობს, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

ადვოკატ თეონა გვაზავას განცხადებით, ნელი დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე არაერთხელ იცრუა.

"ნომერი პირველი ტყუილი, რაც ნელი დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა - "მე არ ჩავრეულვარ საკითხში, თუ ვინ იქნებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეჯვარე, ეს რა ჩემი საქმე იყოო"...

ნომერი მეორე ტყუილი, რაც ნელი დოროყაშვილმა თქვა - ქორწილის ეპიზოდთან, თითქოს, ნატალია ნაჭყებიას გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ზრდასრულებს ქორწილი უნდა დაეტოვებინათ.

ტყუილი ნომერი სამი - ეს შეეხება მის სამსახურებრივ საქმიანობას და სამოდელო კარიერას. საერთოდ დღეის მდგომარეობით, ის სამოდელო კარიერას აგრძელებს?

მეოთხე ტყუილი - ნიკოლოზი დამწყები ჩოგბურთელი იყო და ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზარდა ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერა, რაშიც დიდი წვლილი შევიტანეო",- განაცხადა გვაზავამ.

მან სხვა დეტალებზეც ისაუბრა, რაც ადვოკატის შეფასებით, დოროყაშვილის მხრიდან ტყუილი იყო.

გვაზავამ ბასილაშვილსა და დოროყაშვილს შორის მიმოწერებიც წაიკითხა. როგორც ადვოკატი აცხადებს, თუკი, ბასილაშვილი მოძალადეა, როგორ შეიძლებოდა მოძალადისთვის ის ეთქვა, რაც მიმოწერიდან წაიკითხა.

ადვოკატის მიერ წაკითხულის მიხედვით, დოროყაშვილი ბასილაშვილს ეუბნება: „ძალიან ამცდარი ვართ ჩვენ მენტალურად. შენ თუ გინდოდა, რომ ჰოლივუდში გვეცხოვრა, გეთქვა ნეკ, ჩვენ ვიყოთ ცოლ-ქმარი, მე აქ ჩამოვალ ხოლმე, გავიჩენ ვიღაცებს, შენც გაიჩინე და ვიყოთ თანამედროვე ცოლ-ქმარი...შენ შეგეძლო ჩემთვის გეთქვა, ნეკა, შენც იყავი მოდელი, გაერთე მაგრად, მეც გავერთობი, მაგრამ ვიყოთ, როგორც ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი. ბევრი ცნობილი ადამიანები არიან, ერთობიან და მერე რიგდებიან, რაღაც მომენტში მეც ამის მომხრე ვარ, მაგრამ უნდა გეთქვა".

ამასთან, ადვოკატმა რამდენჯერმე იკითხა, რომ საკითხავი იყო, ვინ ვისზე ძალადობდა ფსიქოლოგიურად.

პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარე რამდენჯერმე დაუპირისპირდა ერთმანეთს.