ავტორი:

წყალტუბოში რძლის დაჭრაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა - დაჭრილის ადვოკატის მტკიცებით, მამამთილი ქალზე სისტემატურად ძალადობდა

წყალტუბოში რძლის დაჭრაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა - დაჭრილის ადვოკატის მტკიცებით, მამამთილი ქალზე სისტემატურად ძალადობდა

წყალტუბოში რძლის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება რამდენიმე მუხლით ედავება. მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მამაკაცი პატიმრობაში დატოვა. ადვოკატის თქმით, სერგო აბდალაძე მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება, მას საუბარი არ შეუძლია, ამიტომ ელოდებიან, რომ მის მდგომარეობას სპეციალისტები შეისწავლიან.

პრკურატურის მტკიცებით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა რძალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ოქტომბერს, წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში, ბრალდებულმა დისკრიმინაციული შეუწყნარებლობის მოტივით, ქალისადმი სტერეოტიპული შეხედულებების გამო, რძალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებული სიკვდილს გადაურჩა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19-109-ე მუხლის "თ“, "კ“ და "მ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ პროკურატურაში.

რძლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება რძლის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ზაფხულშიც მიმდინარეობდა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა ლევან ჭელიძემ განუცხადა. სწორედ ის იცავს დაზარალებული ქალის უფლებებს, რომელიც მიყენებული დაზიანებების გამო ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

როგორც იურისტი განმარტავს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დაზარალებული დროებით მამამთილის სახლში ცხოვრობდა, თუმცა მისი მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო, ის მშობლების სახლში დაბრუნდა. შემთხვევის დღეს კი, აღნიშნული პირი რძალს კვლავ სახლში დაბრუნებას სთხოვდა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებას არ ეთანხმება დაკავებულის ოჯახი და აცხადებენ, რომ დანაშაული პროვოცირებული იყო დაზარალებულების ადვოკატის მხრიდან და დაკავებულს მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა. მათი ინფორმაციით, დაზარალებული ბავშვებით მანიპულირებდა, ბაბუას მათ ნახვას უშლიდა. ბრალდებებს არ ეთანხმება დაზარალებული ქალის უფლებადამცველი და განმარტავს, რომ მამაკაცს რძლის განზრახ მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.

იხილეთ ასევე: