ავტორი:

"რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს” - რა შეიძლება მოხდეს თუ ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური მართლაც ააფეთქეს?

"რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს” - რა შეიძლება მოხდეს თუ ოკუპანტებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური მართლაც ააფეთქეს?

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები და კაშხალი დანაღმეს. "ევროპელებს ევროსაბჭოს სხდომაზე ვაცნობე მორიგი ტერაქტის შესახებ, რომელსაც რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე ამზადებს", - განაცხადა მან.

მისი თქმით, მსოფლიოში ყველამ უნდა იმოქმედოს რუსული ტერორისტული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად.

"თუ რუსმა ტერორისტებმა ააფეთქეს ეს კაშხალი, მაშინ 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი, სწრაფი წყალდიდობის ზონაში აღმოჩნდება. შესაძლოა, ასობით ათასი ადამიანი დაზარალდეს. სამხრეთ უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილის წყალმომარაგება შეიძლება განადგურდეს. ახლა მსოფლიოში ყველამ უნდა იმოქმედოს ძლიერად და სწრაფად, ახალი რუსული ტერორისტული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. კაშხლის განადგურება მასშტაბურ კატასტროფას ნიშნავს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კახოვკას ჰესზე ტერორისტული თავდასხმა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასია.

"ახლა ჩვენ ყველამ ერთად - ყველა ევროპელმა, მსოფლიოს ყველა ლიდერმა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ - უნდა ავუხსნათ ტერორისტულ სახელმწიფოს, რომ ასეთი ტერორისტული თავდასხმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე ზუსტად იგივეს ნიშნავს, რასაც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება. შედეგები რუსეთისთვის შესაბამისი უნდა იყოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამ თემაზე Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმაც.

"სუროვიკინის ნამდვილი გეგმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურთან მიმართებით:

1. დამბისა და ტრანსფორმატორების დანაღმვა.

2. უკრაინელების იძულებითი გაყვანა, არალოიალური მოსახლეობის რუსეთის ფედერაციაში გადასახლება.

3. ტერიტორიის დატბორვა, რათა უკრაინის კონტრიერიში შეაჩერონ და საკუთარი უკან დახევა შეწყვიტონ. რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს”, - წერს პოდოლიაკი.

იხილეთ ასევე: