ავტორი:

"ბიძინას რომ პრობლემები აქვს, ეს რა ნიშნავს, რომ თქვენი პრობლემები გადაწყდა" - გია ხუხაშვილი ოპოზიციას მიმართავს

"ბიძინას რომ პრობლემები აქვს, ეს რა ნიშნავს, რომ თქვენი პრობლემები გადაწყდა" - გია ხუხაშვილი ოპოზიციას მიმართავს

ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

"ბიძინას რომ პრობლემები აქვს, ეს რა ნიშნავს, რომ თქვენი პრობლემები გადაწყდა.

ხელისუფალი რომ ეჯავრებათ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უყვარხართ.

ხელისუფალს რომ არ ენდობიან, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ გენდობიან.

ხელისუფლება შეცდომებს რომ უშვებს, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უშეცდომონი ხართ.

ხელისუფლება დანაშაულს რომ ჩადის, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უდანაშაულოები ხართ.

თუ გინდათ წარმატებული იყოთ, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ პრობლემები, შეაყვაროთ თავი, დაიბრუნოთ ნდობა, არ დაუშვათ შეცდომები, არ ჩაიდინოთ დანაშაული. ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა, რითაც ოპოზიციამ უნდა იხელმძღვანელოს", - წერს ხუხაშვილი.