თუ ფიქრობთ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტის დროს მხოლოდ ტრადიციული გენერატორი გამოგადგებათ, ე. ი. მისი თანამედროვე ალტერნატივის შესახებ ჯერ არ გსმენიათ. დღეს არსებობს ბევრად უფრო მოსახერხებელი და ეკონომიური გადაწყვეტილება, რომელიც განახლებად ენერგიას გთავაზობთ. მისი გამოყენების დროს გარემოს ზიანი არ ადგება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოწყობილობა უხმაუროა. ეს პორტატული ელექტროსადგურების ახალი თაობაა.
ბენზინზე მომუშავე ტრადიციულ გენერატორს სჭირდება საწვავი, მუშაობის დროს გამოსცემს ხმას და მავნე ნივთიერებებს გამოყოფს. პორტატული ელექტროსადგური კი მსუბუქი და უხმაუროა, არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს. მათი გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ გარე სივრცეებში, არამედ სახლში, ოთახებშიც. მუშაობისთვის ბენზინი ან დიზელი არ სჭირდება. პორტატული ელექტროსადგური დენზე ან მზის პანელებით იტენება.
პორტატული ელექტროსადგური - ენერგიის მიღების ახალი სტანდარტი
ტრადიციულ გენერატორებს სიმძლავრის ფართო დიაპაზონი აქვთ და ელექტრომომარაგებას ეკონომიურ რეჟიმში 3.2 - 8.4 საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია ისიც, რომ რაც უფრო ძლიერია გენერატორი, მით უფრო მძიმეა ის. საშუალო ზომის გენერატორის წონა საწვავის გარეშე 50 კგ-ს აღემატება.
მათგან განსხვავებით, პორტატული ელექტროსადგურები ბევრად უფრო პატარა და მსუბუქია. გამოყენების თვალსაზრისით კი ბევრად უფრო ეფექტური. მაგალითად, EcoFlow DELTA 2-ს სახლში სარეზერვო დენის წყაროდ გამოყენებისას შეუძლია ამუშაოს განათება, მაცივარი, სარეცხის მანქანა, თმის საშრობი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ენერგიის მაღალი მოხმარების მქონე მოწყობილობებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებისას გამოიყენება X-Boost ტექნოლოგია. X-Boost შესაძლებლობას გვაძლევს, რომ პორტატულ ელექტროსადგურზე დავაერთოთ იმაზე უფრო მძლავრი ელექტრომოწყობილობა, ვიდრე კონკრეტული მოდელის რეკომენდებული ზღვარია. მაგალითად, EcoFlow-ს 600-ვატიან სადგურს შეუძლია 1800 ვატამდე ენერგია გამოყოს, რაც საშუალებას გვაძლევს დროის მოკლე მონაკვეთში უსაფრთხოდ ვამუშაოთ მძლავრი მოწყობილობები.
პორტატული ელექტროსადგურის დამუხტვა შესაძლებელია მზის პანელებიდან ისე, რომ დაერთებული მოწყობილობების გამორთვა საჭირო არაა. მას რამდენიმე სხვადასხვა ტიპის პორტი აქვს, რაც ბევრი მოწყობილობის ერთდროულად დაერთების საშუალებას იძლევა.
განახლებადი ენერგია თქვენთვის ზედმეტი ხარჯებისა და სირთულეების გარეშე
ექსპლუატაციის დროს, ტრადიციული გენერატორი მოითხოვს მუდმივ ხარჯებს საწვავის სახით. ისინი ბენზინს ქსელის მინიმალური დატვირთვის შემთხვევაშიც წვავენ. პორტატული ელექტროსადგური კი შეგიძლიათ მუდმივად მზის პანელებით დატენოთ და სრულიად უფასო ელექტროენერგია მიიღოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბატარეებს დატენვის დიდი ციკლი აქვთ. მაგალითად, Ecoflow-ს ყველაზე მძლავრი ელექტროსადგურის LFP ელემენტის მოცულობა ჩამოდის 80%-მდე 3 600 დატენვის შემდეგ, ხოლო 50%-მდე 6000 დატენვის შემდეგ.
საბოლოოდ, ტრადიციული გენერატორისა და პორტატული ელექტროსადგურის პირველადი და მოხმარების ხარჯების ერთობლიობაში რომ შევადაროთ, პორტატული ელექტროსადგური უფრო ბიუჯეტური გამოდის. გარდა ამისა, ის იდეალურია ყოველდღიური და საგანგებო, შიდა და გარე გამოყენებისთვის.
პორტატულ ელექტროსადგურთან ერთად თქვენ მზად იქნებით ნებისმიერი სიტუაციისთვის. შედარებით მსუბუქი წონა და კომპაქტური ზომები საშუალებას მოგცემთ იგი ნებისმიერ მოგზაურობაში წაიღოთ. ელექტროსადგური საბარგულში დიდ ადგილს არ დაიკავებს და სრულ კომფორტს შეგიქმნით. ბუნებაში დასვენებისას კი მოწყობილობის არც ხმა და არც გამონაბოლქვი ხელს არ შეგიშლით.
მივლინებებში ყოფნის დროს ელექტროსადგური საშუალებას მოგცემთ, „არ იყოთ მიბმული“ სასტუმროსთან და სხვადასხვა ობიექტიდან იმუშაოთ ხანგრძლივად.
ის შეუცვლელია საგანგებო სიტუაციებსა და სტიქიურ უბედურებებში, როდესაც ელექტროენერგია დაზარალებულთა გადასარჩენადაა საჭირო. მისი დაკავშირება შესაძლებელია სამედიცინო ინსტრუმენტებსა და მოწყობილობებთან.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, პორტატული ელექტროსადგურები მომგებიანი და გონივრული ინვესტიციაა თუ არა თქვენს ცხოვრებაში, შეგახსენებთ, რომ ის უსაფრთხო, მარტივი, კომფორტული, ბიუჯეტური და პრაქტიკულია ნებისმიერ სიტუაციაში გამოსაყენებლად.