ავტორი:

"ეს უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში..." - თეა წულუკიანი ივანიშვილის ახლობლებისთვის დაწესებულ სანქციებზე

"ეს უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში..." - თეა წულუკიანი ივანიშვილის ახლობლებისთვის დაწესებულ სანქციებზე

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არის მორიგი მცდელობა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში ჩააბან.

"სანქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამოიცა უკრაინის ხელისუფლების მიერ, ეკუთვნის უშიშროების საბჭოს, როგორც გადაწყვეტილება. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი კი ის პირია, რომელიც ჩვენს ერს, საქართველოს, ჩვენს სამშობლოს მოუწოდებდა ომში ჩართვისკენ და არ ადარდებდა, რა გავლენას იქონიებდა ეს ჩვენს თაობებზე და იმ ოკუპირებულ ქვეყანაზე, რომელიც უკრაინაზე ადრე იყო.

ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს და ალბათ ეს უნდა აღვიქვათ, როგორც უშიშროების საბჭოსგან მომდინარე გადაწყვეტილება, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, მაგრამ ეს არ მოხდება," - განაცხადა თეა წულუკიანმა.