ავტორი:

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიშა ყაფლანიშვილია - რას წერენ გარდაცვლილის მეგობრები?

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიშა ყაფლანიშვილია - რას წერენ გარდაცვლილის მეგობრები?

უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი მიშა ყაფლანიშვილია (კაპლანი).

გარდაცვლილი მებრძოლის შესახებ უკვე წერენ სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და მეგობრები:

გიგა მაქარაშვილი: ძმაკაცი მომიკლეს ომში, მოვკვდი მეც! მეტი აღარ შემიძლია! აღარ შემიძლია!

ლაშა ბერულავა: უპატრიოტესი, უსწორესი, მართალი კაცი, რომელიც რუსეთის იმპერიას ებრძვის მთელი მისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, ჩვენი მიშა კაპლანი!!!

თაკო ჩარკვიანი: მიშა კაპლანი-ვაჟკაცი პატრიოტი გმირი......

ცნობისთვის, მიშა ყაფლანიშვილი უკვე 21-ე ქართველი სამხედროა, რომელიც უკრაინაში ომს შეეწირა.