ავტორი:

"დღევანდელი განაჩენით დადგინდა, რომ ნელი დოროყაშვილი არ არის ძალადობის მსხვერპლი და ახორციელებდა შანტაჟს" - ბასილაშვილის ადვოკატი

"დღევანდელი განაჩენით დადგინდა, რომ ნელი დოროყაშვილი არ არის ძალადობის მსხვერპლი და ახორციელებდა შანტაჟს" - ბასილაშვილის ადვოკატი

დღევანდელი განაჩენით დადგინდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოა, ნელი დოროყაშვილი არ არის დაზარალებული, არ არის ძალადობის მსხვერპლი და ახორციელებდა შანტაჟს, პროვოკაციულ ქმედებებს, - ამის შესახებ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ნელი დოროყაშვილი და მისი წარმომადგენლები გვიმტკიცებდნენ, რომ წარადგენდნენ მტკიცებულებებს, რომელიც ქვასაც კი გახეთქავდა, არათუ დაადგენდა ბასილაშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

"ბოლო 2 წლის განმავლობაში დაზარალებული და მისი წარმომადგენლები გვიმტკიცებდნენ, რომ წარადგენდნენ მტკიცებულებებს, რომელიც ქვასაც კი გახეთქავდა, არათუ დაადგენდა ბასილაშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. დღევანდელი განაჩენით დადგინდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოა, ნელი დოროყაშვილი არ არის დაზარალებული, არ არის ძალადობის მსხვერპლი და ახორციელებდა შანტაჟს, პროვოკაციულ ქმედებებს.

დაცვის მხარის მოლოდინი გამართლდა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად იყო განწყობილი და თვლიდა, რომ დაზარალებული შესაძლოა გვაწვდიდა სწორ ინფორმაციას. განაჩენით დადასტურდა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება და დაადგინა ბასილაშვილის უდანაშაულობა”, - აღნიშნა თეონა გვაზავამ.

ნახეთ ასევე: