თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის ახლობლის განცხადებით, დაშავებული მამაკაცი მეტადონის პროგრამაში არ იყო ჩართული და ის შემთხვევის ადგილზე სავარაუდოდ, შემთხვევით აღმოჩნდა. დაშავებულის ახლობლის განცხადებით, მამაკაცს ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული და სავარაუდოდ, ოპერაციას გაუკეთებენ.
მისივე თქმით, მამაკაცი სახლიდან პროდუქტების საყიდლად გავიდა, შემდეგ კი რა მოხდა, მისთვის უცნობია. ამასთან, დაშავებულის ახლობლისთვის ასევე უცნობია, თუ ვინ არიან დანარჩენი დაშავებულები.
ცნობისთვის, აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ნახეთ ასევე: