ავტორი:

"თავისუფალი ვარ... არაფერს ვნანობ" - რას წერს რუსი პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთიდან გაიქცა, აშშ-ში მექსიკის გავლით ჩავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

"თავისუფალი ვარ... არაფერს ვნანობ" - რას წერს რუსი პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთიდან გაიქცა, აშშ-ში მექსიკის გავლით ჩავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

გაქცევა რუსეთიდან აშშ-ში მექსიკის გავლით - ვლადივოსტოკის სათათბიროს დეპუტატმა ამერიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

ვლადივოსტოკის საქალაქო სათათბიროს დეპუტატმა ვიქტორ კამენშჩიკოვმა, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სამშობლო დატოვა, აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ამის შესახებ კამენშჩიკოვმა "ტელეგრამში" დაწერა.

როგორც პოლიტიკოსი წერს, ის გაათავისუფლეს საიმიგრაციო ციხიდა და ახლა ფლორიდაში, მაიამიში იმყოფება.

  • "ცოცხალი ვარ, ციხეში ინტერნეტი არ იყო, ამიტომ აქამდე არაფერი დამიწერია. ჰოდა, თავისუფალი ვარ, თავშესაფარი მივიღე. ახლა შემიძლია ვიყო ამერიკული საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. რთული იყო, მაგრამ საერთოდ არ ვნანობ. არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი და ბევრი ვიფიქრე მომხდარზე. შემდეგ ვისაუბრებ ჩემს გამოცდილებაზე, თუ რა გადამხდა თავს. ამასობაში კი ფლორიდაში, მაიამიში ვარ“, - წერს კამენშჩიკოვი.

კამენშჩიკკოვი მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე 19 მაისს დააკავეს, აზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, რის შემდეგაც მან შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვა.

აშშ-ის ოფიციალურ პირებს აღნიშნულ ფაქტზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. პირველი განცხადებები გაკეთდა რუსეთში.

  • "მან ჩირქი მოსცხო რუსეთის "კომუნისტურ პარტიას", მისი დისკრედიტაცია მოახდინა. ის მოღალატეა“, - განაცხადა რუსეთის "კომუნისტური პარტიის" ვლადივასტოკის დანაყოფის პირველმა მდვანმა ანატოლი დოლგაჩევმა.

ცნობისთვის ვიქტორ კამენშჩიკოვი სათათბიროს სხდომებს თებერვლის შემდეგ არ დასწრებია - მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგოდ ისაუბრა. 27 თებერვალს მან განცხადება დაწერა "კომუნისტური პარტიის“ დატოვების შესახებ და თავისი გადაწყვეტილება პარტიის ხელმძღვანელობასთან უთანხმოებით ახსნა. ის ამბობდა, რომ არ ეთანხმებოდა პარტიის ხელმძღვანელობას, რომელიც მხარს უჭერდა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას, ასევე რუსეთის უკრაინაში შეჭრას.

"ახლა ხალხი გარბის რუსეთიდან, მაგრამ თუ საკუთარ აზრს არ გამოთქვამ და გარბიხარ, ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის სტატუსით გარბიხარ. ასე რომ, თუ ადამიანმა არ თქვა, რომ წინააღმდეგია იმის რაც ხდება, ეს მაინც ნიშნავს, რომ რუსეთის ქმედებებს ეთანხმები“, - თქვა პოლიტიკოსმა მარტში, Сибирь.Реалии-სთან ინტერვიუში.