ავტორი:

ჩამორთმეული დედობა, ფიზიკური დაპირისპირება ყოფილ ქმართან, ნარკოტიკები და ყველასგან უარყოფა - ბრაზილიური ტელენოველების ვარსკვლავის, ვერა ფიშერის დრამატული ცხოვრება

ჩამორთმეული დედობა, ფიზიკური დაპირისპირება ყოფილ ქმართან, ნარკოტიკები და ყველასგან უარყოფა - ბრაზილიური ტელენოველების ვარსკვლავის, ვერა ფიშერის დრამატული ცხოვრება

ცნობილი ბრაზილიელი მსახიობი, ვერა ფიშერი, 60-იანი წლების "მის ბრაზილია“ თავს ფემინისტად თვლის, ემხრობა მარიხუანას ლეგალიზაციას თერაპიული მიზნებისთვის და აპროტესტებს ლგბტ თემზე ზეწოლას, რადგან თვლის, რომ მრავალფეროვნება მომავლის კარია. მისი ცხოვრება სკანდალებით არის სავსე, მსახიობს წლების განმავლობაში რეაბილიტაცია და მკურნალობა დასჭირდება იმისთვის, რომ ძველებუ ცხოვრებას და ეკრანს დაბრუნებოდა.

• ბავშვობა და ახალგაზრდობა

ვერა ლუსია ფიშერი 1951 წლის 27 ნოემბერს, ბრაზილიის ქალაქ ბლუმენაუში დაიბადა. მისი ოჯახი გერმანიიდან მრავალი წლის წინ წავიდა ემიგრაციაში. მამა ემილ ფიშერი ბიზნესით იყო დაკავებული და ქალაქში ქსოვილებისა და ტანსაცმლის პატარა მაღაზია ჰქონდა, დედა ჰილდეგარდ ბერნდტი თეატრის მსახიობი გახლდათ, მაგრამ შვილების დაბადებასთან შემდეგ კარიერაზე უარი თქვა. ვერას ძმა, 19 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა, რის შემდეგაც დედა ერთადერთი ქალიშვილის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა.

ჰილდეგარდი მთელი ცხოვრება ოცნებობდა მსახიობობაზე, მაგრამ რადგან ამ სფეროში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, გადაწყვიტა ვერასგან თეატრის ვარსკვლავი ნებისმიერ ფასად შეექმნა. 7 წლის ასაკში ვერა სან პაულოში, კარლოს გომესის თეატრის სცენაზე ცეკვავდა.

ვერა ქალაქ ბლუმენაუს კოლეჯში სწავლობდა, თუმცა მომავალ მსახიობს სწავლა არ იზიდავდა და 15 წლის ასაკში ფიშერი სამოდელო სააგენტოში მივიდა. ერთი წლის შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო სილამაზის რეგიონულ კონკურსში "მის სანტა კატალინა", სადაც გამარჯვება დიდი სირთულის გარეშე მოიპოვა. გოგონას აღიარება მშობლიურ ქალაქში დაიწყო.

თაყვანისმცემლებმა დაიწყეს მამამისის მაღაზიაში სიარული, სადაც გოგონა ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა. ისინი მზად იყვნენ ფული დაეხარჯათ, რათა ვერასთვის რამდენიმე წუთით მოეკრათ თვალი.

ნამდვილი წარმატება ვერას 1969 წელს ელოდა, როდესაც "მის ბრაზილიის“ სილამაზის კონკურსზე მშობლიური სანტა კატალინას წარმომადგენლად გამოვიდა და გაიმარჯვა.

თუმცა დიდებას ხელი არ შეუშლია, რომ სანტა კატალინას უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე ესწავლა. როგორც "მის ბრაზილიის" ტიტულის გამარჯვებულმა, ვერა ფიშერმა პირობა დადო, რომ დაესწრებოდა სოციალურ ღონისძიებებს, საქველმოქმედო საღამოებს და ხშირად გამოვიდოდა ტელევიზიით. ახალგაზრდა გოგონა შიშველი პოზირებდა ჟურნალებისთვის, ასევე სერიოზულად დაინტერესდა თეატრით.

• ფილმები

1972 წელს ვერას საბოლოოდ შესთავაზეს კინოროლი ეროტიკულ კომედიაში Sinal Vermelho - As Fêmeas. გოგონა, რომელსაც ძალიან უნდოდა კარიერის კინოსთან დაკავშირება, დათანხმდა და 3 წლის განმავლობაში თამაშობდა მსგავს პროექტებში. 1973 წელს გამოვიდა ფილმი "სუპერქალი“, რომლის წყალობითაც ვერას ბრაზილიის მთავარი სექსსიმბოლოს უწოდებდნენ.

2018 წელს ინტერვიუში, ვარსკვლავი ამბობდა, რომ 18+ კატეგორიის ფილმებში თამაში მას გადასახადების გადახდის საშუალებას აძლევდა.

1977 წელს ფიშერის დებიუტი შედგა ბრაზილიურ სერიალ Magic Mirror-ში თამაშის შემდეგ, ხელი მოაწერა კონტრაქტს ქვეყნის უდიდეს სატელევიზიო სტუდია Globo-სთან, რის შემდეგაც ფიშერის კარიერამ პიკს მიაღწია.

1995 წელს პოპულარულ მსახიობს ნარკოტიკებთან პრობლემები შეექმნა. ვერა გადასაღებ მოედანზე სულ უფრო და უფრო მიუღებელ მდგომარეობაში ჩნდებოდა. იქამდე მივიდა, რომ ტელეკომპანია Globo-მ კონტრაქტი შეუწყვიტა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფიშერი ტელეეკრანიდან გაუჩინარდა. თუმცა ვერამ იპოვა ძალა, ებრძოლა და 3 წლის შემდეგ დაბრუნდა Globo-ში, სადაც მას მოკრძალებული მეორეხარისხოვანი როლი მისცეს, ფილმში Easy Money.

ვერა სერიოზულად გამოჯანმრთელდა. გაიკეთა რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია და დაიბრუნა ძველებული მომხიბვლელობა.

2000 წელს ფიშერმა ითამაშა მეგაპოპულარულ სერიალში "ოჯახური ურთიერთობები“. სცენარისტმა მანუელ კარლოსმა მთავარი გმირი ელენას იმიჯი სპეციალურად მსახიობისთვის დაწერა. ტელენოველაში მონაწილეობამ ვერას ძველი დიდება დაუბრუნა და უზრუნველყო გლობოსთან ახალი, 10-წლიანი კონტრაქტის გაფორმება.

ფიშერის შემდეგი პროექტი იყო სერიალი "კლონი“, რომელიც 2001 წელს გამოვიდა. ტელენოველა გახდა ბრაზილიის ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელმაც მიიღო უამრავი ჯილდო. თავად მსახიობს როლისთვის "საუკეთესო მსახიობის" წოდება მიენიჭა.

ვერა ფიშერი კვლავ თამაშობს სერიალებში, ის ბრაზილიური კინოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია.

• პირადი ცხოვრება

20 წლის იყო, როდესაც ახალგაზრდა ბრაზილიელ მსახიობზე, პერი სალესზე დაქორწინდა. წყვილმა ერთად 16 წელი იცხოვრა. ერთად სერიალშიც ითამაშეს. 1979 წელს ფიშერ-სალესის წყვილს შეეძინა ქალიშვილი რაფაელა.

თუმცა, ქორწინება დაინგრა, რადგან ვერას კიდევ ერთი ვარსკვლავი, მსახიობი ფელიპე კამარგა შეუყვარდა. ფიშერმა კამარგასთან ერთად ითამაშა სერიალში Mandala.

ფელიპე ვერაზე 9 წლით უმცროსი იყო, მაგრამ ამას რომანისთვის ხელი არ შეუშალია. პირველ მეუღლეს ქალი სკანდალების გარეშე დაშორდა. 1989 წელს ფიშერი საყვარელ მამაკაცზე გათხოვდა და 4 წლის შემდეგ ვაჟი, გაბრიელი შეეძინათ. მალე მსახიობს ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან პრობლემები შეექმნა. სამუშაოს დაკარგვის შემდეგ, ის რეგულარულად დადიოდა კლუბებსა და ბარებში, გაზეთები სავსე იყო სკანდალური სათაურებით. ფიშერი პრაქტიკულად არ იყო შვილებთან და მათ ყოველთვის ძიძასთან ტოვებდა.

ერთხელ ქმარს გადასაღებ მოედანზე მიუვარდა, როდესაც სხვა მსახიობთან კოცნის სცენას იღებდნენ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ, ვერას ფელიპემ განქორწინება მოითხოვა და 1997 წელს სასამართლოს მეშვეობით შვილზე მეურვეობის უფლება ჩამოართვა.

ამ ამბიდან სამი წლის შემდეგ ვერამ მკურნალობა დაიწყო. მას ყოფილი ქმარი, პერი სალესი დაეხმარა. ხანგრძლივი მკურნალობისა და ტელევიზიაში დაბრუნების შემდეგ, ფიშერმა განახლებული ენერგიით დაიწყო ბრძოლა მცირეწლოვან შვილზე მეურვეობის უფლებისთვის. სასამართლოს დადგენილებით, მსახიობს შვილის ნახვის უფლება თვეში 8 დღე ჰქონდა.

გაბრიელთან ვერა შაბათ-კვირას ატარებდა. ფიშერი ალიმენტს უხდიდა ყოფილ ქმარს და სრულად იხდიდა შვილის ცურვზეა, ფეხბურთსა და ძიუდოზე სიარულის საფასურს. მხოლოდ 2005 წელს შეძლო მსახიობმა შვილთან ურთიერთობის ბოლომდე აღდგენა.

1998 წელს ვერამ დაიწყო რომანი თავის პარტნიორთან ფლორიან პეიშოსთან. მათი ურთიერთობა დაახლოებით 2 წელი გაგრძელდა, დაშორება კი საკმაოდ მძიმედ გადაიტანა. მის ცხოვრებაში ყოველთვის იყვნენ ახალგაზრდა მამაკაცები: მსახიობი მურილო როზა, შემდეგ კი ფეხბურთელი და მოდელი ალექსანდრე მონტეირო.

2004 წელს ვერა ფიშერმა დაიწყო შეხვედრა ახალგაზრდა მსახიობ პაულო სერასთან, რომელიც მსახიობზე 26 წლით უმცროსი გახლდათ. შეყვარებულები ერთმანეთს კარნავალზე შეხვდნენ. ბიჭმა ბრაზილიელი ვარსკვლავის გული მოიგო და მალევე გადავიდა მასთან საცხოვრებლად. თუმცა, ეს რომანიც მალე დასრულდა, 5 თვის შემდეგ წყვილი დაშორდა.

49 წლის ასაკში ვერა პირველად გამოჩნდა Playboy-ის გარეკანზე, თითქოს ცდილობდა დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ ადრე "ჩამოწერეს."

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by Vera Fischer 🎥🎭 (@verafischeroficial)

ვერა ამბობს, რომ არასდროს ჰქონია ეკრანზე შიშვლად გამოჩენის კომპლექსი. 2018 წელს 67 წლის ფიშერი შიშველი პოზირებდა ერთ-ერთი ბრაზილიური ჟურნალისთვის.

მსახიობი კვირაში სამჯერ ფიტნესით კავდება, არასდროს გადის გარეთ მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე, იკვებება ჯანსაღად და ამბობს, რომ სწორედ ამის წყალობით ინარჩუნებს ახალგაზრდულ ვიზუალს.

• ვერა ფიშერი ახლა

2012 წელს მსახიობმა ითამაშა სერიალში Save Me Saint George. ბრაზილიური მედიის ცნობით, "ქალღმერთის ეკრანებზე დაბრუნებას ბრაზილიელმა ბიზნესმენმა პეტრ კიკომ შეუწყო ხელი."

გარდა ამისა, მან ქალიშვილთან, რაფაელასთან ერთად, შექმნა Youtube არხი VeraFitness. ფორმატი მარტივია: სტუდიაში მოწვეული ცნობილი სახეები განიხილავენ დიეტებს, კოსმეტიკურ პროცედურებს, აძლევენ მაყურებელს რჩევებს ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად...