ავტორი:

ლიკანში, კორპუსში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ლიკანში, კორპუსში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ლიკანში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკის დირექტორმა განუცხადა.

"პაციენტი შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, მრავლობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით. რეანიმაციული ღონისძიება ტარდებოდა საათ-ნახევრის განმავლობაში, პაციენტი სამწუხაროდ დაიღუპა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, გუშინ, ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 30-მდე ადამიანი სასტუმროებში გადაიყვანეს.