ავტორი:

ქანიე უესტის ამბიციური გეგმა - ყველასგან უარყოფილი რეპერი აპირებს საკუთარი "მიკრო სამყარო" შექმნას

ქანიე უესტის ამბიციური გეგმა - ყველასგან უარყოფილი რეპერი აპირებს საკუთარი "მიკრო სამყარო" შექმნას

რეპერ ქანიე უესტის გარშემო კვლავ სკანდალებია. ქანიეს ჯერ "ინსტაგრამმა" და "ფეისბუქმა" ანგარიშები დაუბლოკა, ხოლო შემდეგ მასთან "ბალენსიაგამ" ყოველგვარი ურთიერთობა სეწყვიტა და კონტრაქტი გაუუქმა. მიზეზი რეპერის ბოლოდრინდელი განცხადებებია, რომლებიც ანტისემიტური შინაარსისაა.

ქანიე ამბობს, რომ ის არ აპირებს დანებებას და გეგმავს განახორციელოს დიდი ხნის წინ დაწყებული პროექტი "ეკოსისტემა." უესთის გუნდმა უკვე აიღო სავაჭრო ნიშანი, რომელიც საშუალებას მისცემთ შექმნან ე.წ. მინი-საზოგადოება - ან, როგორც თვითონვე უწოდებს "ეკოსისტემა".

პროექტის კონცეფციაა ერთგვარი "მინი სამყაროს" შექმნა. ის მოიცავს სახლებს, მაღაზიებს, სადაც გაყიდიან თავიანთი შრომით მოყვანილ პროდუქტს, საკვებს და სასმელს. პროექტი ითვალისწინებს აშშ-ში რამდენიმე მინი-ქალაქის აშენებას. ქანიე ამბობს, რომ პირველი ასეთი ქალაქი უკვე მომავალ წელს აშენებული იქნება.

  • გარდა ამბიციური გეგმებისა, ქანიე უესთი მედიის ყურადღების ცენტრში სკანდალური განცხადებების გამოც არის.მან ჟურნალისტ პირს მორგანს უთხრა, რომ რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ და მსახიობმა ჯეიმი ფოქსმა მას Django Unchained-ის იდეა მოიპარეს.

"ტარანტინოს შეეძლო ფილმი გადაეღო მონობის შესახებ ჯეიმი ფოქსის მონაწილეობით, მაგრამ მათ ეს იდეა ჩემგან მოიპარეს. სწორედ მე გამიჩნდა იდეა", - ამბობს რეპერი.

რამდენიმე დღის წინ ვესტმა ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, რომ 46 წლის წლის ჯორჯ ფლოიდი არა პოლიციის ოფიცრის მხრიდან ძალის გადამეტებამ, არამედ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებამ იმსხვერპლა. ამავე ინტერვიუში ცნობილმა რეპერმა ანტისემიტური განცხადებებიც გააკეთა.

რეპერი დიდი ხანია რაც უცნაური ქცევებით გამოირჩევა, რამდენიმე დღის წინ "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე, პროფილის ფოტოდ ყოფილი სიდედრის, კრის ჯენერის სურათი ატვირთა.აღსანიშნავია, რომ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ქანიეს ბიპოლარული აშლილობა აქვს. ის განსაკუთრებით სკანდალური ქმედებებით კიმ კარდაშიანთან დაშორების შემდეგ გამოირჩევა.