ავტორი:

"ცხოვრებისეული რჩევები არ მიყვარს, მაგრამ გეტყვით ქალებს, თუ მიიღებთ ჩემნაირი “არაქალისგან” - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ცხოვრებისეული რჩევები არ მიყვარს, მაგრამ გეტყვით ქალებს, თუ მიიღებთ ჩემნაირი “არაქალისგან” - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის საკითხთან დაკავშირებით წერს:

"მე მგონია, რომ ვინც ბასილაშვილს ამართლებს, იმისთვის ცხოვრების წესია ქალის მეორეხარისხოვან როლში ყოფნა და შეურაცხყოფის ატანა.

ერთია იკამათო, იყო თუ არა საკმარისი მტკიცებულებები სისხლის სამართლის ბრალის დასამტკიცებლად. მაგრამ, მეორეა მისი გამართლება.ვინც ამართლებს, რომ წყვილის ურთიერთობაში ასეთი ქცევა მოსულა, თავად ცხოვრობს ასეთივე შეურაცხყოფილი, თვითიდენტიფიცირებას ახდენს ასეთი ცხოვრების წესთან და ბრაზობს, რომ სხვა არ ეგუება იმას, რაც თავად ნორმა ჰგონია.

პ.ს. ცხოვრებისეული რჩევები არ მიყვარს, ყველას თავისი გზა აქვს.მაგრამ ეს ისე ზუსტად ვიცი, რომ თავისუფლად გეტყვით ქალებს, თუ მიიღებთ ჩემნაირი “არაქალისგან”: არ მოსწონთ კაცებს მეორეხარისხოვან როლს რომ თანხმდებიან ეგეთი ქალები ცოტა ძააან ტყუილად იჭაჭებით.

მშვიდად არიან თქვენთან, უსაფრთხოდ - მაგრამ თვალი სხვაზე უჭირავთ", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეები.

პროკურატურა აცხადებდა, რომ საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება ჰქონდათ წარდგენილი. ასევე, ბრალდების მხარე განმარტავდა, რომ დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული რამდენიმე საათიანი ჩვენება ზუსტად თანხვედრაში იყო საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

საპირისპიროს აცხადებდა დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. უფლებადამცველების განცხადებით, ნელი დოროყაშვილმა სასამართლოში ცრუ ჩვენება მისცა.