ავტორი:

"უცებ აგრესია დავინახე ჩემ მიმართ, დაუმსახურებლად, მაგრამ..." - როგორ დაამტკიცეს მთავარ როლზე პოპულარულ სერიალში ნანუკა სტამბოლიშვილი და რას ჰყვება "თურქულ თავგადასავალზე"

"უცებ აგრესია დავინახე ჩემ მიმართ, დაუმსახურებლად, მაგრამ..." - როგორ დაამტკიცეს მთავარ როლზე პოპულარულ სერიალში ნანუკა სტამბოლიშვილი და რას ჰყვება "თურქულ თავგადასავალზე"

ნანუკა სტამბოლიშვილის სახელი დღეს ყველამ იცის. ბათუმელი მოცეკვავე პოპულარული თურქული სერიალის "სხვისი შვილის" მთავარი გმირია. ნანუკასთვის ეს პირველი სამსახიობო გამოცდილება და პირველი როლია. თავისი "თურქული თავგადასავლის" შესახებ მან გადაცემაში "სტუმრად ნოესთან" ისაუბრა.

ნანუკა სტამბოლიშვილი:

- პირველ რიგში, მე ვარ დედა, შვილი, შვილიშვილი, მოცეკვავე, უკვე მსახიობი, ეკონომისტი და უბრალოდ, ადამიანი. ძალიან რთულია ოჯახის წევრებისგან მოშორებით ყოფნა. ამდენი ხანი მათგან შორს ჯერ არსად არ წავსულვარ, როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, უკვე მზად ვიყავი ამისთვის. ახლა როგორი ადამიანიც ვარ, ჩემი შვილის დამსახურებაა, ძალიან გამაძლიერა. მოვა დრო, როცა ჩემს მეუღლესთან ერთად ვისაუბრებ ამ თემაზე, ეს ამ გადაწყვეტილებას არ ეხება, სულ სხვა თემაა. ჩემი შვილი გვაძლიერებს ჩვენ. ჩემი თაისია ანგელოზია, ძალიან მიყვარხარ, დე.

ბათუმში დავიბადე, ულამაზეს ქალაქში. ძალიან ვამაყობ ამით. მადლობა ოჯახს, ლაღი ბავშვობისთვის. დიდი ოჯახი მაქვს და იღბლიანი ვარ.13 წლის ასაკიდან დავიწყე ცეკვა. წელში მოხრილი დავდიოდი და მშობლებმა ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღეს. ხელოვნების კუთხით უნიჭიერესი ადამიანები ცხოვრობენ ბათუმში.

  • გვარის შესახებ

"სტამბოლიშვილი ქართული გვარია, ქობულეთის რაიონის, სოფელ ლეღვადან. ამ გვარმა ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრი წერდა, რომ გადავირქვი, რადგან სტამბოლში ჩამოვედი. ბევრი ისტორია მსმენია ჩემ გვარზე, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. დედის მხრიდან, ჩემი ბაბუს დედა იყო თურქეთიდან."

  • თურქეთში ჩასვლა და "სულ სხვა რეალობა"

სულ სხვა რეალობაში გავიღვიძე, აბსოლუტურად სხვა ქვეყანა, ახალი ენა, ადამიანები. მე დავტოვე ჩემი საყვარელი საქმიანობები, ქალაქი, ვარ ოჯახისგან შორს და დავიწყე ახალი საქმიანობა, მსახიობობა. ეს არის პირველი როლი ჩემთვის, თან მთავარი, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

ბოლო ორი-სამი წელი თურქეთიდან მოდიოდა შემოთავაზებები. სოციალური ქსელის მეშვეობით მიკავშირდებოდნენ. თავიდან რამდენიმე ცნობილმა რეჟისორსმა გამომიწერა, დაინტერესდნენ, რას ვსაქმიანობდი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა, ბევრი მიზეზი იყო, ენის ბარიერი, ამ სფეროში გამოუცდელობა, შიში, უნდობლობა. შემდეგ დამიკავშირდა ბატონი ჰანოზენი, სერიალის მთავარი რეჟისორი, ძალიან კარგი ადამიანია. ყველაფერში მეხმარება და დიდ სტიმულს მაძლევს და უბრალოდ, ჩემი მასწავლებელია. გადაწყვეტილება უცებ მივიღე, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამაში ჩემმა მეუღლემ. მადლობა მას ამისთვის, რადგან ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.

როდესაც უკან გიდგას კლდესავით ადამიანი, ყველაფერს თავისუფლად და იმედიანად აკეთებ. 16 წლის ვიყავი რომ გავიცანი (საუბრობს მეუღლის შესახებ), ცეკვის ანსამბლიდან გასტროლზე მივდიოდით. იმ პერიოდში ჩემი მეუღლის მამა უნივერსიტეტის ლექტორი იყო და თავისი შვილი, ლაშა მგელაძე გამოგვაყოლა. 20 წლის ასაკამდე შეყვარებულები ვიყავით და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება. ლაშაც ეკონომისტია, მუშაობს მერიაში. ახლა ქონების მართვის განყოფილების უფროსია. პატივცემული და ნიჭიერი ადამიანია. ყოველთვის მაოცებს თავისი გადაწყვეტილებებით, ესეც ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ველოდი. ხშირად ჩამოდის ხოლმე.

მოლოდინის გარეშე და დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ყველაფერი კარგი მინდა, მაქსიმალისტი ვარ.

ძალიან საინტერესო სერიალია "სხვისი შვილი“. დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ხალხი შეჩვეულია წინა მსახიობს, დიდ პატივს ვცემ მას, რადგან დიდი ძალისხმევა და შრომა ჩადო სერიალის პოპულარიზაციაში. დაახლოებით 30 ქვეყანაში აჩვენებენ. ავიღე ეს დიდი პასუხისმგებლობა და იმედი მაქვს, ღირსეულად გავართმევ თავს.

  • ნოე სულაბერიძე სერიალში ნანუკა სტამბოლიშვილის პარტნიორს, ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანსაც ესაუბრა:

ჰალილ იბრაჰიმ ჯეიანი:

- დიდი მადლობა ნანუკას უცხო მხარეში ყოფნისთვის, ვფიქრობ, მისთვის რთული იყო ახალი ქვეყანა და გარემო, მაგრამ ძალიან კარგად ართმევს თავს. ის განათლებული და შრომისმოყვარეა. კმაყოფილია მაყურებელი და თვალს გაფაციცებით ადევნებენ. ეს როლი ნანუკას ძალიან უნდოდა და ცდილობს კარგად გაართვას თავი. ჩვენი და თქვენი ქვეყანა განსხვავებულია. ის ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს და მოტივირებულია, რომ წარმატებული იყოს. ის კარგ პერფორმანსებს დგამს და ჩვენ მის შრომას ვაფასებთ.

საქართველოს შესახებ და ქართველ ხალხზე ბევრი არაფერი ვიცი. მხოლოდ ალი და ნინოს ძეგლი ვიცი ბათუმში. "გამარჯობა" და "როგორ ხარ" ვიცი, ვერ ვიმახსოვრებ თქვენს სიტყვებს, რთული ენაა. მარტო ჯანდაბა ვისწავლე, რადგან ნანუკას როდესაც თამაში არ გამოსდის, ჯანდაბას ამბობს. ჩემს პერსონაჟს ბავშვობიდან და ოჯახიდან გამომდინარე ნასწავლი აქვს, რა არის ცხოვრება. ის სწორ და გათვლილ ნაბიჯებს დგამს. რთული როლია, რადგან განსხვავებული ხასიათი აქვს. ერთგვარ სიამოვნებას მანიჭებს მისი თამაში.

მე სიმღერებს და ლექსებს ვწერ, სიმღერის ტექსტებსაც, რასაც გრძნობები სჭირდება. მომღერლებსაც სჭირდებათ თამაში, მთელი გრძნობით უნდა ითამაშო, ისე როგორც იმღერო, ხარ თუ არა ხასიათზე.

ნანუკა სტამბოლიშვილი:

- გადამღები ჯგუფი არაჩვეულებრივია, ძალიან გამიმართლა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როცა გაქვს ენის ბარიერი და ახლა ერკვევი ამ სფეროში, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ დაგიდგებიან გვერდით. არაჩვეულებრივი პიროვნებაა პარტნიორი ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი. რაც შეეხება წინა მსახიობის შეცვლას, ეს ამბავი მე არ მეხება. ის უკვე გასული იყო სერიალიდან. 32 წლის ისე გავხდი, რა იყო ჰეითერი არ ვიცოდი. ჩემზე ცუდი რომ დაეწერა, ასეთი ადამიანი არ მახსენდება.

სამწუხაროდ, უცებ ბევრი ადამიანის აგრესია დავინახე ჩემს მიმართ, თან დაუმსახურებლად. არაფერ შუაში არ ვიყავი, მესმის, რომ დიდ პატივს სცემდნენ, უყვარდათ წინა მსახიობი, წყვილი, ჩემში კი არ იყო პრობლემა, ვერ გაიგეს რა მოხდა. ბევრი მე მადანაშაულებდა, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. ბევრ რაღაცებს წერდნენ, მაგრამ მგონი დადებითისკენ იცვლება მათი ემოციები. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მიდგომა შეიცვლება ახლო მომავალში. ყოველთვის ვცდილობ, რომ ნეგატიური და უარყოფითი რაღაცები, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, წარსულს ჩავაბარო და არ დავიმახსოვრო.

ძალიან კარგია და თბილია თურქი მაყურებელი. სამი სერია იყო გასული, ქუჩაში რომ გავედი, მოვიდნენ, მიცნეს, თბილი სიტყვები მითხრეს, ფოტოების გადაღებას მთხოვდნენ. ჩვენებისგან ამით განსხვავდებიან, ეს სასიამოვნოა ყველასთვის.

ღმერთის ძალიან მწამს და ჩემს გვერდით არის, ვგრძნობ ამას. მგონია, რომ იქით სამყაროში ყველაფერი კარგი ხდება.

ქართული სერიალიდან რომ მივიღო შემოთავაზება, განვიხილავდი და თუ ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, დავთანხმდები. თურქულ სერიალებს ბევრი მაყურებელი ჰყავს, ბევრი მიზეზი აქვს ამას, ძირითადად ცხოვრებისეულია. ყველა ადამიანი რაღაც როლში საკუთარ თავს ხედავს, ძალიან შრომისმოყვარეები არიან, საათივით აქვთ აწყობილი ყველაფერი. სტამბოლში ძალიან დიდი საცობებია და ამის მიუხედავად, გამორიცხულია ვინმემ დააგვიანოს. არ ვიცი, როგორ ახერხებენ ამას. მე არ მახსენდება დღე, რომ მძღოლს დაეგვიანოს.

მადლობას ვეტყვი კიდევ ერთხელ ჩემს მეუღლეს და ოჯახის წევრებს. ის რომ არა, მე აქ არ ვიქნებოდი. იმ სიყვარულით, რა სიყვარულითაც გამზარდეს, ეს არის ჩემი მადლიერება მათდამი. ამით შემიძლია მადლობა გადავუხადო ოჯახის წევრებს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს, იმხელა სითბოს და სიყვარულს ვიღებ, ძალიან მაძლიერებს. მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ჩემს ემიგრანტებს, ყველაზე თბილებს, საყვარლებს. ასევე სერიალის რეჟისორებს და პროდიუსერებს, რომ სახელიც კი შემინარჩუნეს და ნანა მქვია. ასევე საშუალება მომცეს ქართულად მეცეკვა და მემღერა. ბრაზილიიდან, ესპანეთიდან მწერენ, ასევე არაბები. გუგლით თარგმნიან და ქართულად მწერენ, ძალიან მაგარი რამეა ეს."