ავტორი:

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მამაკაცი დაჭრეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მამაკაცი დაჭრეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მამაკაცი დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მულით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.