ავტორი:

შეარჩიეთ სასურველი ტელევიზორი Extra-ზე

შეარჩიეთ სასურველი ტელევიზორი Extra-ზე

ალბათ ძნელად წარმოსადგენია სახლი ტელევიზორის გარეშე, შესაძლოა ოჯახის წევრები ხშირად სულაც არ უყურებდნენ მას და ინფორმაციას სხვადასხვა თანამედროვე მოწყობილობებით იღებდნენ, მაგრამ ესაა ნივთი, რომელსაც მიუხედავად გამოყენების სიხშირისა, ნებისმიერ ოჯახში საპატიო ადგილი უჭირავს.

წლებთან ერთად დაიხვეწა ტელევიზორების მოდელები და დღეს უკვე ბაზარი მრავალ, სხვადასხვა ფუნქციით აღჭურვილ ტელევიზორს გვთავაზობს. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია სმარტ ტელევიზორი.

სმარტ ტელევიზორი ხასიათდება ინტერნეტთან დაკავშირების შესაძლებლობით, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს მის ფუნქციონალს. ტელევიზორის ინტერნეტთან კავშირი სხვადასხვა სასარგებლო რესურსებისა და აპლიკაციების გამოყენების საშუალებას იძლევა. მაგალითად, შეგიძლიათ სრულფასოვნად გამოიყენოთ Youtube, სოციალური ქსელები და.ა.შ. ზოგიერთ, თანამედროვე სმარტ ტელევიზორს კამერაც მოჰყვება, ონლაინ კონფერენციების მოსაწყობად და სხვა მსგავსი დანიშნულებებისთვის. მთავარი განსხვავება სმარტ და არასმარტ მოდელებს შორის ინტერნეტ კავშირის შესაძლებლობაა. როგორც მიხვდით, პირველ მათგანს აქვს ის, ხოლო სტანდარტულებს - არა.

გარდა სმარტისა ასევე არსებობს Android TV, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, უყუროთ ფილმებს ტელევიზორის დიდ ეკრანზე Google Play - დან. გარდა ამისა, ის საშუალებას იძლევა პირდაპირ ტელევიზორის დიდ ეკრნაზე მოახდინოთ ფილმების, კლიპების, გასართობი თამაშების და სპორტული თამაშების ტრანსლირება Android, ან iOS -დან, აგრეთვე კომპიუტერებიდან Mac და Windows-დან. ანდროიდ ტელევიზორების გარკვეულ მოდელებს აქვს ინტეგრირებული Google ასისტენტი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენთვის სასურველ კონტენტს თქვენი მოთხოვნისთანავე, მაგალითად ასეთია Philips 65PUS7303/60 LED Android TV. ზოგადად, Android TV-ის ფუნქციონალი სულ უფრო იხვეწება და მრავალფეროვანი ხდება.

სხვადასხვა ფუნქციებით აღჭურვილი ტელევიზორები extra.ge-ზე ხელმისაწვდომ ფასადაა წარმოდგენილი, ბრენდების და მოდელების მრავალფეროვნება კი არჩევანის გაკეთებას ნამდვილად ამარტივებს.

საიტზე შესვლისთანავე ბრენდების მიხედვით დაჯგუფებულ ტელევიზორებს შეხვდებით, ფასები შეგიძლიათ დაალაგოთ ზრდადობის მიხედვით და თქვენთვის სასურველ ბიუჯეტში მოძებნოთ ოპტიმალური ვარიანტი.

ონლაინ ტელევიზორის შერჩევა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელია, მაშინაც კი თუ ძალიან დაკავებული ხართ, შეგიძლიათ დღე-ღამის სასურველ მონაკვეთში მოძებნოთ ეს მნიშვნელოვანი ნივთი და იპოვოთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული. დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ extra.ge, ფიზიკური მაღაზიებისგან განსხვავებით, დაკეტილი არასდროს დაგხვდებათ, ამიტომაც ჩაუჯექით მოსახერხებელ დროს და შეიძინეთ ტელევიზორი ექსტრაზე.

არ დაგავიწყდეთ, რომ ონლაინ განვადების შევსება სახლიდან გაუსვლელად, ექსტრას საიტიდან შეგიძლიათ, აპლიკაციაში მიუთითებთ მოთხოვნილ ინფორმაციას და დაელოდებით პასუხს თქვენს მიერ წინასწარ შერჩეული ბანკიდან თუ საფინანსო ორგანიზაციიდან.

ეს ერთი და სხვა მრავალი, ექსტრა ბედნიერ შოპინგს გისურვებთ.

R